ნეიტრალური დატაცენტრი

CLOUD9-ს სერვისების უმრავლესობა ჩვენი საკუთარი, თბილისში არსებული, ჩვენ მიერვე სიამაყით შექმნილი და მართული დატაცენტრის საშუალებით ხორციელდება.

ძირითადი მიმართულებები

ყველა სისტემის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება ჩვენი გამოცდილი ინჟინრების გუნდის მიერ 24/7/365 რეჟიმში.

უსაფრთხოება

უსაფრთხოება

  • ჩვენი დატაცენტრის შენობის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომელსაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
  • შენობა ყველა სეისმური სტანდარტის შესაბამისია და მუდმივად კონტროლდება CCTV კამერებით როგორც შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე.
  • ჩვენი დატაცენტრის ყველა ზონა დაცულია ბიომეტრული წვდომის კონტროლის სისტემით.
ელ. ენერგია

ელ. ენერგია

  • დატაცენტრი მარაგდება 3 დამოუკიდებელი ელ. ენერგიის ქვესადგურით და სარეზერვო 630 KVA დიზელის გენერატორით.
  • კოლოკაციის ზონა აღჭურვილია N+N დამატებითი კვების წყაროთი, ძალიან სანდო UPS სისტემით.
  • ელ. ენერგიით მომარაგების ეს დონე საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ინდუსტრიის წამყვანი მომსახურების დონის შეთანხმებები (SLA), გამყარებული ძლიერი მომსახურების შესრულების გარანტიით (SPGs).
სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

  • ჩვენ ვიყენებთ ტემპერატურის, კვამლისა და ცეცხლის მიმართულების ადრეულ დეტექტორებს მთელი შენობის მასშტაბით.
  • დატაცენტრი აღჭურვილია 3M Novec 1230 ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
  • სითხე, რომელსც Novec 1230 იყენებს, 50-ჯერ უფრო სწრაფად ორთქლდება, ვიდრე წყალი. თქვენ შეგიძლიათ გაჟღინთოთ წიგნი Novec 1230 სითხის აბაზანაში და 1 წუთის შემდეგ აიღოთ და განაგრძოთ კითხვა.
კლიმატის კონტროლი

კლიმატის კონტროლი

  • CLOUD9 ამაყობს წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორობით, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეფექტური სერვისი გარემოსდაცვითი აღჭურვილობისთვის.
  • ტემპერატურა და ტენიანობა ჩვენს დატაცენტრში კონტროლდება DX გაგრილების სისტემით HVAC-სგან.
  • ჩვენს სასერვერო ოთახს არ აქვს ფანჯრები ან გარეთ გამავალი კედლები. ერთადერთი და ყველაზე ახლოს მდებარე გაყვანილობა განკუთვნილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემისთვის.
ურთიერთდაკავშირება

ურთიერთდაკავშირება

  • ნეიტრალურ დატაცენტრთან ერთად, CLOUD9 ასევე არის Internet Exchange Point (IXP) ოპერატორი და უზრუნველყოფს ნაკლებხარჯიან ჯვარედინ კავშირს ნებისმიერ პროვაიდერთან.
  • CLOUD9 პირდაპირი მიერთებით დაკავშირებულია ყველა წამყვან სატელეკომუნიკაციო პროვაიდერთან და მცირე ISP ოპერატორთანაც კი, დაცული ფარული ბოჭკოვანი კავშირის რამდენიმე ალტერნატიული ხაზითა და ურთიერთკავშირის 250 Gbps სიმძლავრით.

დატაცენტრის სერვისები

სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.

შესაბამისობა და სერტიფიკაციები

ჩვენი TIER 3 დატა ცენტრის ინფრასტრუქტურა აღემატება ინდუსტრიისა და მარეგულირებელ სტანდარტებს.

AICPA SOC
HIPAA Compliance
PCI SSC

ადგილობრივი დატაცენტრიდან გადმოსვლის უპირატესობები.

აქ მოყვანილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ღირს თქვენი სერვერების ჩვენს დატაცენტრში მიგრაცია.

ხარჯების ეფექტურობა

პირველი, რაც უნდა გაარკვიოთ, არის ის, ღირს თუ არა საკუთარი დატაცენტრის მართვა. კერძო ობიექტში ინვესტიცია სპეციფიკური უსაფრთხოებისა და შესაბამისობის მოთხოვნებით, მხოლოდ ელ. ენერგიისა და გაგრილების ხარჯები, უმრავლეს ბიზნესისთვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.

დატაცენტრის მართვა მოითხოვს ძვირადღირებულ და ძნელად მოსაპოვებელ ინჟინრულ ტალანტს. მოიხსენით სტრესი პერსონალის დაქირავებისა და ტრენინგის გამო და მიიღეთ გამოცდილი პროფესიონალები.

სერვერები ძვირადღირებული ინვესტიციაა. სასერვერო ოთახის სათვალთვალო კამერებით, ბიომეტრიული წვდომის კონტროლით და სხვა უსაფრთხოების ზომებით აღჭურვა კიდევ უფრო ძვირი შეიძლება იყოს. სანდო პარტნიორზე დაყრდნობა უსაფრთხოების საკითხებში, არა მხოლოდ სიმშვიდეს გაძლევთ, არამედ ფულსაც გიზოგავთ.

ორგანიზაციების უმრავლესობა ექვემდებარება რეგულაციების შესაბამისობის რაიმე ფორმას. თქვენი ინფრასტრუქტურის აუცილებელ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ადვილი საქმე არ არის. დაზოგეთ ძვირფასი დრო და მიგრირეთ თქვენი ინფრასტრუქტურა შესაბამის დატაცენტრში.

დღეს ყველა კომპანია ტექნოლოგიური კომპანიაა და ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მიანდეთ ექსპერტებს თქვენი IT. ცოტა რამ ისე უშლის ხელს ინოვაციას, როგორც ყოველდღიური IT ოპერაციები. თუ არ გაქვთ მძლავრი შიდა IT დეპარტამენტი, უკეთესია ითანამშრომლოთ კომპანიასთან, რომელსაც ეს აქვს.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ შეიძლება მოვიპოვო წვდომა დატაცენტრთან?

თუკი თქვენს მოწყობილობასთან წვდომა დაგჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ვიზიტის დაჯავშნაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ვიზიტორებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი.

რამდენად სწრაფად შემიძლია ჩემი სერვერის დამონტაჟება / დაყენება?

მას შემდეგ, რაც ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლისგან მიიღებთ შეთავაზებას და პირველად გადახდას განახორციელებთ, ჩვენ 24 საათში გამოვყოფთ თქვენთვის IP მისამართსა და სივრცეს. სრული რეკისა და ქეიჯის დაყენებას შესაძლოა მეტი დრო და რესურსი დასჭირდეს.

რა ხდება მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში?

კოლოკაციის შემთხვევაში გამოიყენება თქვენ მიერ მოწოდებული მოწყობილობა, შესაბამისად თქვენვე ხართ პასუხისმგებელი მის მართვაზე. ჩვენ გაგიწევთ მაქსიმალურ დახმარებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა მოწყობილობის მოვლა და შეკეთება თქვენ უნდა უზრუნველყოთ.

გაქვთ დისტანციური მართვის სერვისი?

ჩვენ უზრუნველვყოფთ ვირტუალიზაციას, რაც ჩვენს მომხმარებლებს ადმინისტრირების უმრავლესობის დისტანციურად შესრულების საშუალებას აძლევს. იმ შემთხვევებში, როდესაც დისტანციური დახმარება გჭირდებათ, ჩვენ გვყავს გამოცდილი ინჟინრები 24/7/365 რეჟიმში.

გთავაზობთ მიგრაციის სერვისს მომხმარებლებს?

დიახ, ჩვენ არაერთხელ განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი მიგრაციის სერვისები. თითოეული მიგრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება, ჩართული დატვირთვის ტიპებიდან გამომდინარე. თუ თქვენი ინფრასტრუქტურის მიგრაცია გჭირდებათ ჩვენს დატაცენტრში, სიამოვნებით დაგეხმარებით მთელი პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რა არის Tier 3 დატაცენტრი?

Uptime ინსტიტუტმა შექმნა Tier 1-დან 4-მდე კლასიფიკაციის სისტემა დატაცენტრებისთვის, ოპერაციული საიმედოობის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების უნარის წარმოსაჩენად. თითოეული Tier-ის დონე ამატებს დამატებით დუბლირების მოთხოვნებს. ჩვენი დატაცენტრი Tier 3-ზეა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სრულად დუბლირებული ელ. ენერგიის და გაგრილების სისტემები.

გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

დაგვიკავშირდით
Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge