სერვერის კოლოკაცია
თქვენი მოწყობილობის განთავსება ჩვენს დატაცენტრში, ელ-ენერგიით უზრუნველყოფა, და ქსელთან მიერთება.
1U რეკ სერვერი
- 1U სერვერი
- A/B დუბლირებული კვება
- 1გბ/წმ ლინკი *
- ლინკი მენეჯმენტისთვის **
2U რეკ სერვერი
- 2U სერვერი
- A/B დუბლირებული კვება
- 1გბ/წმ ლინკი *
- ლინკი მენეჯმენტისთვის **
ვერ მოიძიეთ სასურველი ინფორმაცია? დაგვიკავშირდით — ჩვენ ასევე გთავაზობთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
დაგვიკავშირდით* ჩვენ უზრუნველყოფთ 1გბ/წმ მიერთებას, სადაც ლოკალის სიჩქარე არ არის შეზღუდული, ხოლო გლობალი არის 30მბ ყველა მომხმარებლისთვის.
** გამოყოფილი ლინკი სერვერის მენეჯმენტისთვის (IPMI/ILO/IDRAC/BMC) შიდა ქსელის ip მისამართით და წვდომა VPN-ის გამოყენებით.
რეკები და ქეიჯები
21U Half Rack
ნახევარი რეკის კოლოკაცია მორგებულია პროექტებისთვის, სადაც საჭიროა ელ. ენერგიის, მიერთების, უსაფრთხოების და სხვა საკითხების ინდივიდუალური მიდგომა. *
შეძენა42U Full Rack
სრული რეკი იდეალურია ზრდადი პროექტებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნებით. ფინანსურად, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. *
შეძენაქეიჯი
კარადის ყველა კონფიგურაცია მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე. გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა და მიიღეთ შეთავაზება ჩვენი გაყიდვების გუნდისგან.
დაგვიკავშირდითრატომ უნდა აირჩიოთ CLOUD9?
იხილეთ რამდენიმე მიზეზი ჩვენთან პარტნიორობისთვის. მეტი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს დატა ცენტრი.
უდიდესი გამოცდილება
ჩვენი გუნდი აერთიანებს რეგიონის საუკეთესო ინჟინრებს, ათწლეულების საერთო გამოცდილებით მაღალი დატვირთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში.
ობიექტის სტანდარტები
ჩვენი ობიექტი აგებულია TIA-ს და Uptime ინსტიტუტის სპეციფიკაციების მიხედვით და აკმაყოფილებს Tier III სერთიფიკაციის სტანდარტებს, რაც მაქსიმალურ საიმედოობას უზრუნველყოფს. 2023 წლიდან, ჩვენ ასევე სერთიფიცირებული ვართ ISO/IEC 27001:2022 სტანდარტით.
ელ. ენერგიის მართვა
მრავალ პროვაიდერთან დუბლირებული მიერთებით, UPS სისტემებითა და დიზელ გენერატორებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი მოწყობილობის უწყვეტ ელექტრომომარაგებას.
კავშირის მენეჯმენტი
პირდაპირი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი ძირითად ადგილობრივ ISP-ებთან საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ სტაბილურად მაღალსიჩქარიანი კავშირი რეგიონის მომხმარებლებისთვის.
კლიმატის კონტროლი
ჩვენი სასერვერო ოთახები აღჭურვილია პრეციზიული კონდიცირების სისტემებით, რომლებიც ოპტიმალურ ტემპერატურას და ტენიანობას ინარჩუნებენ, რაც თქვენს მოწყობილობას 24 საათის განმავლობაში იცავს.
Live მონიტორინგი
ყველა სისტემის მონიტორინგს ჩვენი ადგილზე მყოფი საინჟინრო გუნდი 24/7 რეჟიმში ახორციელებს. თუ თქვენს მოწყობილობას პრობლემა შეექმნება, შეგატყობინებთ მანამ, სანამ თქვენ ამას შეამჩნევთ.
ნაციონალური უსაფრთხოება
ჩვენი ობიექტი სტრატეგიულად უსაფრთხო ადგილას მდებარეობს, დაცულია ადგილზე მყოფი მცველებით, CCTV სათვალთვალო სისტემითა და ბიომეტრიული წვდომის კონტროლით, რაც თქვენი მოწყობილობის უსაფრთხოებას მუდმივად უზრუნველყოფს.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა განსხვავებაა კოლოკაციასა და გამოყოფილ სერვერს შორის?
კოლოკაციის დროს თქვენ გვაწვდით მოწყობილობას, ჩვენ კი მისთვის სივრცეს, ელ. ენერგიასა და გამტარუნარიანობას უზრუნველვყოფთ. ტექნიკის მოვლა-შეკეთებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. რაც შეეხება გამოყოფილ სერვერს, ამ შემთხვევაში ჩვენვე გაწვდით საჭირო ტექნიკას, შესაბამისად მის მოვლა-შეკეთებზე თქვენ აღარ ზრუნავთ, რადგან ეს ჩვენს მოვალეობაში შედის.
როგორ შეიძლება მოვიპოვო წვდომა დატაცენტრთან?
თუკი თქვენს მოწყობილობასთან წვდომა დაგჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ვიზიტის დაჯავშნაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ვიზიტორებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი.
რამდენად სწრაფად შემიძლია ჩემი სერვერის დამონტაჟება / დაყენება?
მას შემდეგ, რაც ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლისგან მიიღებთ შეთავაზებას და პირველად გადახდას განახორციელებთ, ჩვენ 24 საათში გამოვყოფთ თქვენთვის IP მისამართსა და სივრცეს. სრული რეკისა და ქეიჯის დაყენებას შესაძლოა მეტი დრო და რესურსი დასჭირდეს.
რა ხდება მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში?
კოლოკაციის შემთხვევაში გამოიყენება თქვენ მიერ მოწოდებული მოწყობილობა, შესაბამისად თქვენვე ხართ პასუხისმგებელი მის მართვაზე. ჩვენ გაგიწევთ მაქსიმალურ დახმარებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა მოწყობილობის მოვლა და შეკეთება თქვენ უნდა უზრუნველყოთ.