გამოყოფილი სერვერი

დაცული

ჩვენი ექსპერტების გუნდი 24/7 ახდენს სისტემის, ქსელისა და დატაცენტრის უსაფრთხოების მონიტორინგს. საფრთხეებს, როგორიცაა DDoS შეტევები, მაშინაც კი ვაკონტროლებთ, როცა თქვენ გძინავთ.

სანდო

ჩვენ გვესმის, რომ საიტის გათიშვა პოტენციური ზარალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვერების 99.9% uptime გარანტიას უზრუნველვყოფთ.

მოქნილი

როდესაც დამატებითი რესურსი დაგჭირდებათ, შესაძლებელია პაკეტის განახლება ან თქვენი სევერის სხვა მოწყობილობაზე გადატანა. ჩვენ მომხმარებელს რამდენიმე ალტერნატივას ვთავაზობთ.

სტანდარტული პაკეტები

სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.

HDD სტარტერი
თვეში  330  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 24GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა
HDD კლასიკი
თვეში  420  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 32GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა
HDD პრემიუმი
თვეში  500  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 64GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა
HDD სტარტერი
თვეში  330  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 24GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა
HDD კლასიკი
თვეში  420  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 32GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა
HDD პრემიუმი
თვეში  500  -დან
  • 2x Intel Xeon E5-26xx
  • 64GB RAM
  • HDD 2x300*
ყიდვა

* SSD სივრცე და კონფიგურაციის სხვა პარამეტრები ხელმისაწვდომია გადახდისას.

დამატებითი მახასიათებლები

ჩვენი გამოყოფილი სერვერის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:

შეუზღუდავი ტრაფიკი

თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.

სწრაფი კავშირი

ისარგებლეთ 1Gbps ლოკალური და 20Mbps გლობალური სიჩქარის სწრაფი კავშირით ქსელთან.

სამართავი პანელი

Vesta სამართავი პანელის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ვირტუალური გამოყოფილი სერვერის ყველა ასპექტის მართვა. Vesta-ს კომერციული პლაგინის საშუალებით დამატებით ხელსაწყოებზეც მიიღებთ წვდომას.

KVM

ჩვენი ვირტუალური გამოყოფილი სერვერები იმართება Kernel-based Virtual Machine (KVM) ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებებით.

დღიური ბექაფი

ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.

წვდომა

მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი თქვენს ადმინისტრირებულ ანგარიშზე Secure Shell (SSH) წვდომის საშუალებით, ან გამოიყენეთ IPMI / ILO ანგარიშებისთვის ადმინისტრირების გარეშე.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის გამოყოფილი სერვერი?

საზიარო ჰოსტინგისა და ვირტუალური სერვერისგან განსხვავებით, როდესაც რესურსები რამდენიმე მომხმარებელზე ნაწილდება, გამოყოფილი სერვერი განიჭებთ ექსკლუზიურ უფლებებს და გაძლევთ საშუალებას სრულად აითვისოთ არსებული რესურსები, როგორებიცაა RAM, მეხსიერება და ა.შ.

რა დრო ჭირდება სერვერის დაყენებას?

რადგან გამოყოფილი სერვერები მარაგში გვაქვს, 24-48 საათში შეგვიძლია მათი დაყენება. დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

შესაძლებელია სერვერის განახლება?

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ რესურსების დამატება თქვენს სერვერზე (RAM, HDD, etc). დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს, შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო სერვერის გათიშვისა და განახლებისთვის და დააყენეთ დამატებითი კომპონენტები.

რა მოწყობილობები გამოიყენება გამოყოფილი სერვერებისთვის?

ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სხვადასხვა მოდელის HP სერვერებს. ყველა სერვერი იყენებს უმაღლესი ხარისხის HDD და SSD დისკებს, მრავალარხიან ქსელის შეერთებას და სარეზერვო კვების ბლოკებს.

რომელი ოპერაციული სისტემის დაყენებას მირჩევთ?

შეგვატყობინეთ, Linux-ის რომელ ვერსიას ამჯობინებთ თქვენი სერვერისთვის. Windows-ს შემთხვევაში, გაითვალისწინეთ ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადი. რადგან მოთხოვნები ყველა ბიზნესისთვის ინდივიდუალურია, დაგვიკავშირდით თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტების განსახილველად.

დახმარება რომ დამჭირდეს?

ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

გაქვთ დამატები შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

სხვა სერვისები

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS