SSL სერთიფიკატი

SSL ვალიდაციის დონეები

იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის შესაბამისი SSL სერთიფიკატის შერჩევაში, განვიხილოთ სამი ძირითადი აუთენტიკაციის დონე.

დომენის ვალიდაცია (DV)

ყველაზე მარტივი გზა სერთიფიცირებისთვის. იდეალურია პირადი საიტებისთვის, ბლოგებისთვის და ა.შ. თქვენ მიიღებთ უსაფრთხოების ბოქლომს მისამართის ველში, რაც გააუმჯობესებს თქვენი ვებ საიტის საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შედეგებს. ჩვენი ჰოსტინგის პაკეტები მოიცავს ამ ფორმის რამდენიმე SSL სერთიფიკატს.

  • 01.

ორგანიზაციის ვალიდაცია (OV)

ამ დონის ვალიდაციის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან აუთენტიკაცია ინდივიდუალურად, ხელით ხდება. კარგი ვარიანტია ონლაინ მაღაზიებისა და სხვა ვებ საიტებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის ფუნქციას ან რაიმე ფორმას იყენებენ პირადი მონაცემების გაცვლისათვის.

  • 02.

გაფართოებული ვალიდაცია (EV)

აუთენტიკაციის უმაღლესი დონე, რომელიც სერთიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ ვებ საიტის დეტალურ შემოწმებას საჭიროებს. საუკეთესო ვარიანტია ბიზნესისთვის. დადასტურებულია, რომ ზრდის ონლაინ გაყიდვებს, მწვანე მისამართის ველის სტატუსით ყველა ბრაუზერში.

  • 03.

რატომ არის SSL მნიშვნელოვანი

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ სჭირდება თქვენს ვებ საიტს SSL სერთიფიკატი.

მოიპოვეთ ნდობა

ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის შემთხვევაში. სანდო ურთიერთობა თქვენს ონლაინ მომხმარებლებთან მარტივი ვალიდაციით იწყება, რომელიც მათ დაანახებს, ვისთან აქვთ საქმე. იმის ცოდნა, რომ თქვენი ვებ საიტი იცავს მათ პირად ინფორმაციას, გეხმარებათ მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში და როგორც ხვდებით, ეს ბიზნესისთვის ძალიან კარგია.

თუკი თქვენი ვებსაიტი SSL სერთიფიცირებულია, Google მას დამატებით ქულებს ანიჭებს და უფრო მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე თქვენი კონკურენტების ვებ საიტები. ამ უპირატესობის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, დარწმუნდით, რომ SSL გააქტიურებულია თქვენი ვებ საიტის ყველა გვერდზე, სერიფიკატი დაინსტალირებულია სწორად და გამართულია მისი პარამეტრები. თუკი რამდენიმე ვებ საიტს, ან ქვე დომენს ფლობთ, სწორად შეარჩიეთ სერთიფიკატი, რომელიც მოიცავს ყველა გვერდს.

მომხმარებლის ქცევის შესწავლისას, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ SSL დაშიფვრის მიხედვით მომხმარებლები იღებენ გადაწყვეტილებას, იყიდონ ესა თუ ის პროდუქტი ონლაინ, თუ დატოვონ ვებ საიტი. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელი ამჩნევს მწვანე მისამართის ველს ბრაუზერში იმ ვებ საიტებზე სტუმრობისას, რომლებიც გაფართოებული ვალიდაციით სარგებლობენ და ეს ნამდვილად უწყობს ხელს გაყიდვების ზრდას. მიუხედავად გაფართოებული ვალიდაციის მაღალი ფასისა, კვლევები ადასტურებს მის შედეგად გაზრდილ გაყიდვებს, შესაბამისად, ეს ვარიანტი პრაქტიკულად ფარავს თავის დანახარჯებს.

კიბერდანაშაულის მრავალი ფორმა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აზიანებს ყველა ტიპის ონლაინ ბიზნესს. ვებ საიტიდან მომხმარებლების მონაცემების მოპარვასთან გამკლავება არც ერთ ბიზნესს სურს. სოციალური ქსელების პოპულარობის პირობებში ცუდი რეპუტაცია ხანძარივით ვრცელდება და ბრენდებს, რომლებიც კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდნენ, დიდად აზარალებს. SSL დაშიფვრა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მცირე მასშტაბის კიბერდანაშაულებს და დაიცვათ თქვენი მომხმარებლების ღირებული ინფორმაცია.

იმისათვის, რომ შეძლოთ ონლაინ გადახდების მიღება საკრედიტო ბარათების საშუალებით, თქვენი ვებ საიტი უნდა აკმაყოფილებდეს PCI მოთხოვნებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოქმედი SSL სერთიფიკატით სარგებლობაა. გაეცანით მოთხოვნებს და თავიდანვე სწორად შეარჩიეთ თქვენთვის შესაბამისი SSL სერთიფიკატი, რათა თავიდან აიცილოთ პროცედურული შეფერხებები შესაბამისობის პროცესში.

პოპულარული მითების მიუხედავად, ვებ საიტები SSL სერთიფიკატით გაცილებით მალე იტვირთება, ვიდრე მათ გარეშე. ეს არა მხოლოდ თქვენს მომხმარებლებისთვის არის კარგი, არამედ ასევე დაგეხმარებათ რეიტინგის გაზრდაში საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისას, რადგან Google იმ ვებ საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება, დამატებით ბონუს ქულებს ანიჭებს.

ონლაინ უსაფრთხოება მუდივად ვითარდება, შესაბამისად, SSL-იც. SSL-ის განახლება ხდება Transport Layer Security (TLS)-ით, რომელიც უკეთეს ვერიფიკაციის პროცესს და დაშიფვრის ახალ ალგორითმებს იყენებს. როდესაც მზად იქნებით შემდეგი ეტაპისთვის, უბრალოდ სერთიფიკატს განაახლებთ და არ მოგიწევთ მთელი პროცესის ნულიდან დაწყება.

ხელმისაწვდომი SSL სერთიფიკატები

ჩვენ დაგეხმარებით სერთიფიკატის ყიდვაში, პარამეტრების დაყენებასა და ინსტალირებაში მას შემდეგ, რაც აირჩევთ სასურველ ვარიანტს

GeoTrust

GeoTrust ციფრული სერთიფიკატის პროვაიდერია, რომელიც გთავაზობთ რესურსებსა და ხელსაწყოებს TLS/SSL სერთიფიკატების მართვისთვის, სერთიფიცირების მთელი ციკლის განმავლობაში. მათი საერთაშორისო დონის SSL სერთიფიკატის სერვისი გამოირჩევა სწრაფი მომსახურებით შეღავათიან ფასად და მოიცავს DigiCert, Norton და GeoTrust True Site Seals.

GEOTRUST RAPIDSSL

წელიწადში 55 ₾ - დან

ყიდვა
GEOTRUST RAPIDSSL WILDCARD

წელიწადში 420 ₾ - დან

ყიდვა
GEOTRUST TRUEBUSINESSID WILDCARD

წელიწადში 1600 ₾ - დან

ყიდვა

Thawte

როგორც წამყვანი გლობალური სასერთიფიკატო ორგანო, Thawte უზრუნველყოფს ონლაინ უსაფრთხოებას, ექსპერტების მხარდაჭერასა და ავტორიზაციის ძლიერ პრაქტიკას, რომელსაც ენდობა მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში.

THAWTE SSL123

წელიწადში 200 ₾ - დან

ყიდვა
THAWTE WEB SERVER SSL

წელიწადში 420 ₾ - დან

ყიდვა
THAWTE WILDCARD SSL

წელიწადში 1560 ₾ - დან

ყიდვა
THAWTE WEB SERVER EV

წელიწადში 840 ₾ - დან

ყიდვა

DigiCert

DigiCert-ში ინტერნეტის უსაფრთხოების უკეთესი გზების პოვნა არის იდეა, რომელიც კომპანიის ფესვებამდე მიდის. ამიტომ მათ სერთიფიკატებს ენდობიან ყველგან, მილიონჯერ დღეში, კომპანიები მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ისინი აგრძელებენ ინდუსტრიის უფრო ინოვაციური და უსაფრთხო მომავლისკენ მიყვანას.

DIGICERT SECURE SITE

წელიწადში 1020 ₾ - დან

ყიდვა
DIGICERT SECURE SITE PRO

წელიწადში 2100 ₾ - დან

ყიდვა
DIGICERT SECURE SITE WILDCARD

წელიწადში 5400 ₾ - დან

ყიდვა
DIGICERT SECURE SITE EV

წელიწადში 2400 ₾ - დან

ყიდვა

Sectigo

მსოფლიოს უდიდესი სასერთიფიკატო ორგანო 700,000-ზე მეტი მომხმარებლითა და 20 წელზე მეტი გამოცდილებით ონლაინ ნდობაში, Sectigo თანამშრომლობს ყველა ზომის ორგანიზაციასთან და აწვდის საჯარო და კერძო PKI გადაწყვეტილებებს ვებ სერვერების, მომხმარებელთა წვდომის, დაკავშირებული მოწყობილობებისა და აპლიკაციების უსაფრთხოებისთვის.

SECTIGO POSITIVESSL

წელიწადში 30 ₾ - დან

ყიდვა
SECTIGO POSITIVESSL WILDCARD

წელიწადში 360 ₾ - დან

ყიდვა
SECTIGO ESSENTIALSSL

წელიწადში 80 ₾ - დან

ყიდვა
SECTIGO ESSENTIALSSL WILDCARD

წელიწადში 440 ₾ - დან

ყიდვა
SECTIGO SSL CERTIFICATE

წელიწადში 210 ₾ - დან

ყიდვა
SECTIGO EV MULTI-DOMAIN SSL

წელიწადში 1050 ₾ - დან

ყიდვა

მზად ვართ დაგეხმაროთ SSL სერთიფიკატის შერჩევაში!

გვესმის, რომ რთულია ასეთი ვრცელი სიიდან სწორი ვარიანტის შერჩევა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სერთიფიკატის შერჩევაში. ჩვენი წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში გიპასუხებთ.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის SSL სერთიფიკატი?

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თქვენი ვებ საიტის უსაფრთხოების მახასიათებელი, რომელიც ამცნობს თქვენს მომხმარებლებს, რომ მათი პირადი ინფორმაცია დაცულია. არსებობს უსაფრთხოების სამი ძირითადი დონე, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა ფუნქციით განსხვავდებიან.

როდის მჭირდება SSL სერთიფიკატი?

ტექნიკურად, ვებ საიტის ფუნქციონირება სერთიფიკატის გარეშეც შეგიძლიათ, PayPal ან სხვა მსგავსი გადახდის სისტემის გამოყენებით ონლაინ გადახდებისთვის. თუმცა, Google-ის განცხადებით, სერთიფიცირებულ ვებ საიტებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ხოლო ვებ საიტები სერთიფიკატის გარეშე Chrome ბრაუზერში „საფრთხის შემცველად“ მოიაზრებიან. ჩვენ გირჩევთ, დასაწყისიდანვე მინიმუმ უფასო ვერსიით ისარგებლოთ, რომელიც შესულია ჰოსტინგის ყველა პაკეტში, რომელსაც გთავაზობთ.

როგორ შევარჩიო ჩემს მოთხოვნებზე მორგებული სერთიფიკატი?

დასაწყისითვის, გაეცანით ზემოთ მოცემულ ინფორმაციას ვალიდაციის დონეების შესახებ. თუკი სერთიფიკატის ფლობა აუცილებელი მოთხოვნაა, ამავე მოთხოვნის პირობებში ნახავთ უსაფრთხოების რომელი დონე გჭირდებათ. თუკი კვლავ არ ხართ დარწმუნებული, დაგვიკავშირდით, ჩვენი გაყიდვების გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ.

როგორ ხდება SSL სერთიფიკატის ინსტალაცია?

სერთიფიკატის შეძენის შემდეგ მის ინსტალაციას პირდაპირ cPanel-დან შეძლებთ. ეს პროცესი აუცილებლად სწორად უნდა შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სერთიფიკატი გამართულად არ იმუშავებს. შეგიძლიათ YouTube-ზე გაეცნოთ დაყენების ინსტრუქციებს, ან დაგვიკავშირდით და ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარებათ პროცესის სწორად წარმართვაში.

გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

სხვა სერვისები

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS