ნეიტრალური დატაცენტრი

CLOUD9-ს სერვისების უმრავლესობა ჩვენი საკუთარი, თბილისში არსებული, ჩვენ მიერვე სიამაყით შექმნილი და მართული დატაცენტრის საშუალებით ხორციელდება.

ძირითადი მიმართულებები

ყველა სისტემის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება ჩვენი გამოცდილი ინჟინრების გუნდის მიერ 24/7/365 რეჟიმში.

უსაფრთხოება

  • ჩვენი დატაცენტრის შენობის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომელსაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
  • შენობა ყველა სეისმური სტანდარტის შესაბამისია და მუდმივად კონტროლდება CCTV კამერებით როგორც შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე.
  • ჩვენი დატაცენტრის ყველა ზონა დაცულია ბიომეტრული წვდომის კონტროლის სისტემით.

ელ. ენერგია

  • დატაცენტრი მარაგდება 3 დამოუკიდებელი ელ. ენერგიის ქვესადგურით და სარეზერვო 630 KVA დიზელის გენერატორით.
  • კოლოკაციის ზონა აღჭურვილია N+N დამატებითი კვების წყაროთი, ძალიან სანდო UPS სისტემით.
  • ელ. ენერგიით მომარაგების ეს დონე საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ინდუსტრიის წამყვანი მომსახურების დონის შეთანხმებები (SLA), გამყარებული ძლიერი მომსახურების შესრულების გარანტიით (SPGs).

სახანძრო უსაფრთხოება

  • ჩვენ ვიყენებთ ტემპერატურის, კვამლისა და ცეცხლის მიმართულების ადრეულ დეტექტორებს მთელი შენობის მასშტაბით.
  • დატაცენტრი აღჭურვილია 3M Novec 1230 ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
  • სითხე, რომელსც Novec 1230 იყენებს, 50-ჯერ უფრო სწრაფად ორთქლდება, ვიდრე წყალი. თქვენ შეგიძლიათ გაჟღინთოთ წიგნი Novec 1230 სითხის აბაზანაში და 1 წუთის შემდეგ აიღოთ და განაგრძოთ კითხვა.

კლიმატის კონტროლი

  • CLOUD9 ამაყობს წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორობით, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეფექტური სერვისი გარემოსდაცვითი აღჭურვილობისთვის.
  • ტემპერატურა და ტენიანობა ჩვენს დატაცენტრში კონტროლდება DX გაგრილების სისტემით HVAC-სგან.
  • ჩვენს სასერვერო ოთახს არ აქვს ფანჯრები ან გარეთ გამავალი კედლები. ერთადერთი და ყველაზე ახლოს მდებარე გაყვანილობა განკუთვნილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემისთვის.

ურთიერთდაკავშირება

  • ნეიტრალურ დატაცენტრთან ერთად, CLOUD9 ასევე არის Internet Exchange Point (IXP) ოპერატორი და უზრუნველყოფს ნაკლებხარჯიან ჯვარედინ კავშირს ნებისმიერ პროვაიდერთან.
  • CLOUD9 პირდაპირი მიერთებით დაკავშირებულია ყველა წამყვან სატელეკომუნიკაციო პროვაიდერთან და მცირე ISP ოპერატორთანაც კი, დაცული ფარული ბოჭკოვანი კავშირის რამდენიმე ალტერნატიული ხაზითა და ურთიერთკავშირის 250 Gbps სიმძლავრით.

დატაცენტრის სერვისები

დატაცენტრის სტანდარტული სერვისების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.

სერთიფიკატები და სტანდარტებთან შესაბამისობა

ჩვენი Tier III დატაცენტრის ინფრაქტრუქტურა ინდუსტრიის და სარეგულაციო ყველა სტანდარტს აღემატება.

ჩვენს დატაცენტრში გადმოსვლის უპირატესობები

იხილეთ რამდენიმე მიზეზი თქვენი სერვერების ჩვენს დატაცენტრში მიგრაციისთვის

ნაკლები ხარჯი

უპირველესად, უნდა განსაზღვროთ, საკუთარი დატაცენტრის შენახვა რამდენად რენტაბელურია ბიზნესის თვალსაზრისით. კერძო საკუთრებაში ინვესტირება, რომელსაც ძალიან სპეციფიური უსაფრთხოებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნები აქვს და რომლის ელ. ენერგიისა და გაგრლების ხარჯი საკმაოდ მაღალია, ბიზნესების უმრავლესობისთვის არაპრაქტიკული და უბრალოდ, ფინანსურად გაუმართლებელია.

დატაცენტრის მართვას ძვირადღირებული და რთულად მოსაძიებელი ადამიანური რესურსი სჭირდება. თავიდან აირიდეთ კადრების დაქირავებისა და ტრენინგის ხარჯები და ისარგებლეთ ჩვენი პროფესიონალი ინჟინრების მომსახურებით, რომლებიც დატაცენტრის ოპერაციებს ხელმძღვანელობენ და მართავენ თქვენს ინფრასტრუტურას.

სერვერები ძვირადღირებული ინვესტიციაა. სასერვერო სივრცის სამეთვალყურეო კამერებით, ბიომეტრული წვდომის კონტრლითა და სხვა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომებით აღჭურვა კი შესაძლოა, უფრო ძვირი დაჯდეს. უსაფრთხოების თვალსაზრისით სანდო პარტნიორის ყოლა არა მარტო სულიერ სიმშვიდეს, არამედ გრძელვადიან პერიოდში დაზოგილ თანხებსაც მოგიტანთ.

ორგანიზაციების უმრავლესობა გარკვეულ სარეგულაციო სტანდარტებს ექვემდებარება. თქვენი ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მარტივი სულაც არ არის, ამ პუნქტის შეუსრულებლობამ კი შესაძლოა თქვენი ბიზნეს ოპერაციების შეფერხება გამოიწვიოს. დაზოგეთ ძვირფასი დრო თქვენი ინფრასტრუქტურის ჩვენს დატაცენტრში მიგრაციით, რომელიც ყველა მოთხოვნილ სტანდარტს აკმაყოფილებს.

დღეს ყველა კომპანია ტექნოლოგიური კოპანიაა, ტექნოლოგიები კი სწრაფად იცვლება. მიანდეთ თქვენი საინფორმაციო ტექნოლოგიები ექსპერტებს. ისე არაფერი აშორებს ბიზნესს ინოვაციისა და საბაზრო კონკურენციისგან, როგორც ყოველდღიური IT ოპერაციები. თუკი არ გაქვთ ფართო შიდა IT განყოფილება, რომელიც იზრუნებს თქვენს დატაცენტრზე, უმჯობესია ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლოთ, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ შეიძლება მოვიპოვო წვდომა დატაცენტრთან?

თუკი თქვენს მოწყობილობასთან წვდომა დაგჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ვიზიტის დაჯავშნაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ვიზიტორებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი და COVID-19 რეგულაციების გათვალისწინებით, გაიარონ სკრინინგი.

რამდენად სწრაფად შემიძლია ჩემი სერვერის დამონტაჟება?

მას შემდეგ, რაც ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლისგან მიიღებთ შეთავაზებას და პირველად გადახდას განახორციელებთ, ჩვენ 24 საათში გამოვყოფთ თქვენთვის IP მისამართსა და სივრცეს. სრული რეკისა და ქეიჯის დაყენებას შესაძლოა მეტი დრო და რესურსი დასჭირდეს.

რა ხდება მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში?

კოლოკაციის შემთხვევაში გამოიყენება თქვენ მიერ მოწოდებული მოწყობილობა, შესაბამისად თქვენვე ხართ პასუხისმგებელი მის მართვაზე. ჩვენ გაგიწევთ მაქსიმალურ დახმარებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა მოწყობილობის მოვლა და შეკეთება თქვენ უნდა უზრუნველყოთ.

უზრუნველყოფთ თუ არა დისტანციურ სერვისებს?

ჩვენ გთავაზობთ ვირტუალიზაციას, რომლის საშუალებითაც ჩვენს მომხმარებლებს ადმინისტრირების უმეტესი ფუნქციების დისტანციურად შესრულება შეუძლიათ. თუკი დამატებით დახმარება დაგჭირდათ, ჩვენი ინჟინრების გამოცდილი გუნდი 24/7/365 რეჟიმში მზადაა დაგეხმაროთ თქვენი მოწყობილობების მართვაში.

გავქთ თუ არა მიგრაციის სერვისი მომხმარებლებისთვის?

დიახ. ჩვენ განგვიხორციელებია არაერთი ფართომასშტაბიანი მიგრაცია. მიგრაციის ყველა შემთხვევა ძალიან განსხვავებულია და დამოკიდებულია საჭირო შესასრულებელი სამუშაოების ტიპზე. თუკი თქვენი ინფრასტრუქტურის ჩვენს დატაცენტრში მიგრაცია გჭირდებათ, მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ სრული პროცესის დაგეგმვასა და შესრულებაში.

რას ნიშნავს Tier 3 დატაცენტრი?

Uptime Institute-მა შექმნა Tier 1-დან 4-მდე კლასიფიკაციის სისტემა დატაცენტრებისთვის, მათი შესაძლებლობების ოპერაციული სანდოობის სტანდარტებთან შესადარებლად. თითოეულ Tier დონეს დამატებითი სიმძლავრის მოთხოვნები ემატება. ჩვენი დატაცენტრი Tier 3 სტანდარტს შეესაბამება, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს საკმარისი სიმძლავრის ენერგია და გაგრილების სისტემები იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ დატაცენტრის ფუნქციონირება სერვისის შეწყვეტის გარეშე.

გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS