დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი დომენები ჩვენთან!
მოძებნეთ დომენური სახელი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გაფართოება. თუ უკვე ფლობთ დომენს, შეგვიძლია დაგეხმაროთ მის ტრანსფერში.
რა ქმნის კარგ დომენურ სახელს?
ახალი დომენური სახელის ძიებისას, გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი.
იყოს მოკლე
შეეცადეთ თქვენი დომენური სახელი რაც შეიძლება მოკლე იყოს. მოკლე დომენები ადვილად იწერება და ადვილად ახსოვს. გახსოვდეთ, რომ თქვენი დომენური სახელი შეიძლება ელ. ფოსტისთვისაც გამოიყენოთ და სავიზიტო ბარათებზეც დაბეჭდოთ.
იყოს მარტივი
მოერიდეთ ძნელად გამოსათქმელ სიტყვებს. ყველა დომენი ერთ სიტყვიანი არ უნდა იყოს. დომენები, როგორიცაა bestcafeinparis.com ასევე მარტივად ითვლება, რადგან ადვილად ახსოვს და არ შეიცავს გაუგებარ სიტყვებს.
ბრენდირება
თუ დომენური სახელი კომპანიისთვისაა, აირჩიეთ ისეთი, რომელიც ამ კომპანიის ბრენდს ასახავს. გახსოვდეთ, რომ დომენური სახელებით გლობალურ ბაზარზე ნავიგაციას აკეთებთ.
SEO ოპტიმიზაცია
Google თქვენს ვებ საიტს ბონუს ქულებს მიანიჭებს, თუ თქვენს დომენში (და ვებ საიტის შინაარსში) არსებული სიტყვა ემთხვევა საძიებო კონსოლებში მომხმარებლების მოძიებულ სიტყვას.
ტრანსლიტერაცია
ახლა, როდესაც .გე დომენები ხელმისაწვდომია, დაფიქრდით, როგორ გამოიყურება თქვენი დომენური სახელი ტრანსლიტერაციით.
ტრანსფერის პროცესი
თუ უკვე ფლობთ დომენს, შეგიძლიათ ტრანსფერი გაუკეთოთ ჩვენთან და დააკავშიროთ სხვა პროდუქტებთან, როგორებიცაა ჰოსტინგი, ელ. ფოსტა ან სხვა.
ტრანსფერის დაწყება
შედით ანგარიშზე, სადაც გაქვთ დომენური სახელი რეგისტრირებული და მოიპოვეთ EPP / Auth კოდი.
ტრანსფერის დაწყება
შედით თქვენს CLOUD9 ანგარიშზე და შეიყვანეთ EPP / Auth კოდი დომენთან ერთად ტრანსფერის პროცესში.
ტრანსფერის დადასტურება
გადაიხადეთ სერვისის საფასური და დაელოდეთ დამადასტურებელ ელ. შეტყობინებას. დადასტურების ბმულზე დაჭერის შემდეგ პროცესი დასრულდება.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ შემიძლია დომენის ტრანსფერი სხვა რეგისტრატორიდან?
ჯერ უნდა მოიპოვოთ EPP / Auth კოდი სხვა რეგისტრატორისგან. ეს კოდი საჭიროა დომენის CLOUD9-ზე ტრანსფერისთვის.
რა არის .გე დომენი?
ახლა უკვე შეგიძლიათ ქართულენოვანი დომენური სახელის რეგისტრაცია. ამ დომენებს .გე გაფართოება აქვთ.
რა არის კონფიდენციალურობის დაცვა?
საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც დომენის რეგისტრაციის პროცესში მიუთითებთ, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველასთვის. კონფიდენციალურობის დაცვით, ჩვენ შეგვიძლია თქვენი საკონტაქტო მონაცემების დამალვა საჯარო ხედიდან.
რამდენ ხანს მოქმედებს ჩემი დომენი?
დომენური სახელები რეგისტრირდება ერთი წლის ვადით. ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებას, როდესაც თქვენი რომელიმე დომენური სახელის ვადა იწურება.
რა არის .ge და .გე შავი სიები?
ეს არის სიტყვები, რომელთა რეგისტრაცია შეუძლებელია .ge და .გე დომენურ ზონებში. უმეტესი სიტყვები მოიცავს უხამსობასა და სასაქონლო ნიშნებს.
რამდენი ხანი სჭირდება დომენის გააქტიურებას?
დომენის შეძენის ან ტრანსფერის შემდეგ, უნდა შეცვალოთ NS ჩანაწერი დომენის გასააქტიურებლად. ახალი NS ჩანაწერების ამოქმედებას 1-დან 12 საათამდე სჭირდება.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით