ჩვენი ყველა სტანდარტული პაკეტი მოიცავს ელ. ენერგიის მოხმარებას, 1 IP მისამართს, 1gbps სიჩქარის ლოკალურ და 20mbps გლობალურ კავშირს.
ჩვენი რეკები იტევს თქვენს სტანდარტულ ერთ, ორ ან რამდენიმე ერთეულიან სერვერს. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი რეკის ქირაობაც კი.
ჩვენ კონფიგურაციას ვახდენთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით და გამოვყოფთ სხვა რეკებისა და კარადებისგან.
სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენს დატაცენტრში დაშვებულია დესკტოპის ტიპის, tower სერვერები.
სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
* IP მისამართების, ელ. ენერგიის და მიერთების დეტალებზე გთხოვთ მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
იხილეთ რამდენიმე მიზეზი ჩვენთან პარტნიორობისთვის და შეიტყვეთ მეტი ჩვენი დატაცენტრის შესახებ.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია რეგიონის საუკეთესო ინჟინრებით, რომელთა საერთო გამოცდილება მაღალი დატვირთვის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში ასობით წელს აღწევს.
ჩვენი ობიექტი აგებულია TIA–ს და Uptime ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით და სერთიფიცირებულია, როგორც Tier III სტანდარტის დატაცენტრი.
სხვადასხვა პროვაიდერებთან, UPS სისტემებსა და დიზელის უზარმაზარ გენერატორებთან მრავალმხრივი წვდომის შედეგად, ელექტროენერგიის გათიშვა ჩვენთან წარმოუდგენელია.
ჩვენ გვაქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი ლოკალური ინტერნეტ პროვაიდერების უმრავლესობასთან. ეს გვაძლევს უპირატესობას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი სიჩქარის კავშირი ნებისმიერ ადგილობრივ საბოლოო მომხმარებელთან.
სასერვერო ოთახები კონტროლდება კლიმატის კონდიცირების უახლესი სისტემებით, რაც უზრუნველყოფს დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას და შესაბამისად, ტექნიკის უსაფრთხოებას.
ყველა სისტემის მონიტორინგი მიმდინარეობს 24/7. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვყავს ადგილზე ინჟინერი, რომელიც შეძლებს მის მოგვარებას. თუ თქვენს მოწყობილობას პრობლემა შეექმნება, ჩვენ შეგატყობინებთ მანამ, სანამ თქვენ ამას შეამჩნევთ.
ჩვენი სერვერები განთავსებულია ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ, უსაფრთხო ადგილას. ადგილზე მუდმივი დაცვით, CCTV კამერებით და ბიომეტრიული წვდომის კონტროლით, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ძვირადღირებულ მოწყობილობას საფრთხე არ ემუქრება.
კოლოკაციის დროს თქვენ გვაწვდით მოწყობილობას, ჩვენ კი მისთვის სივრცეს, ელ. ენერგიასა და გამტარუნარიანობას უზრუნველვყოფთ. ტექნიკის მოვლა-შეკეთებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. რაც შეეხება გამოყოფილ სერვერს, ამ შემთხვევაში ჩვენვე გაწვდით საჭირო ტექნიკას, შესაბამისად მის მოვლა-შეკეთებზე თქვენ აღარ ზრუნავთ, რადგან ეს ჩვენს მოვალეობაში შედის.
თუკი თქვენს მოწყობილობასთან წვდომა დაგჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ვიზიტის დაჯავშნაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ვიზიტორებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი და COVID-19 რეგულაციების გათვალისწინებით, გაიარონ სკრინინგი.
მას შემდეგ, რაც ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლისგან მიიღებთ შეთავაზებას და პირველად გადახდას განახორციელებთ, ჩვენ 24 საათში გამოვყოფთ თქვენთვის IP მისამართსა და სივრცეს. სრული რეკისა და ქეიჯის დაყენებას შესაძლოა მეტი დრო და რესურსი დასჭირდეს.
კოლოკაციის შემთხვევაში გამოიყენება თქვენ მიერ მოწოდებული მოწყობილობა, შესაბამისად თქვენვე ხართ პასუხისმგებელი მის მართვაზე. ჩვენ გაგიწევთ მაქსიმალურ დახმარებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა მოწყობილობის მოვლა და შეკეთება თქვენ უნდა უზრუნველყოთ.
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
კონტაქტიLinux Hosting | |
---|---|
ns1.cpanel.ge | |
ns2.cpanel.ge |
Windows Hosting | |
---|---|
ns5.cpanel.ge | |
ns6.cpanel.ge |
VPS Hosting | |
---|---|
ns3.cpanel.ge | |
ns4.cpanel.ge |