ჩვენი ექსპერტების გუნდი 24/7 ახდენს სისტემის, ქსელისა და დატაცენტრის უსაფრთხოების მონიტორინგს. საფრთხეებს, როგორიცაა DDoS შეტევები, მაშინაც კი ვაკონტროლებთ, როცა თქვენ გძინავთ.
ჩვენ გვესმის, რომ საიტის გათიშვა პოტენციური ზარალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვერების 99.9% uptime გარანტიას უზრუნველვყოფთ.
განურჩევლად იმისა, თქვენს ვებსაიტს ხელით ქმნით, თუ იყენებთ პლატფორმებს,, როგორებიცა WordPress ან Joomla, როდესაც პაკეტის განახლება დაგჭირდებათ, ამას მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეძლებთ.
სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:
თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.
ჩვენი cPanel თავსებადია ნებისმიერ ძველ, სტაბილურ PHP ვერსიასთან, იმ შემთხვევებისთვის, თუკი სხვა ვერსიაზე დაბრუნება დაგჭირდებათ.
დაარეგისტრირეთ შეუზღუდავი რაოდენობის ელ. ფოსტის მისამართები თქვენი დომენური სახელის გამოყენებით.
გახადეთ დაცული თქვენი ვებ საიტი უფასო SSL სერთიფიკატის საშუალებით და მიიღეთ უფრო ეფექტური შედეგი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში.
ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.
მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი და მოქნილობა თქვენს ანგარიშთან Secure Shell (SSH) წვდომის საშუალებით.
cPanel სამართავი პანელის საშუალებით მოიპოვებთ წვდომას უამრავ სხვადასხვა სერვისზე. ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერი პაკეტის შეძენისას ასევე მიიღებთ სხვა, ვებ საიტის შექმნისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს.
გამოცადეთ cPanel-ის სხვადასხვა ფუნქცია, სანამ გადაწყვეტთ CLOUD9-სთან თანამშრომლობას. შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
საზიარო ჰოსტინგი გულისხმობს რამდენიმე მომხმარებლისთვის ერთ ფიზიკურ სერვერზე სივრცის განაწილებას, თითოეული მომხმარებლისთვის საზიარო რაოდენობის გამტარობის უზრუნველყოფით.
საზიარო ჰოსტინგის უდიდესი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასია. სხვადასხვა საჭირო მახასიათებელთან ერთად, საზიარო ჰოსტინგის სერვერი მართულია, შესაბამისად, მომხმარებლებს არ უწევთ მის მენეჯმენტზე, უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე თავად იზრუნონ.
თუკი თქვენი ვებ საიტი უკვე არსებობს და ჰოსტინგის პროვაიდერის შეცვლას განიხილავთ, მიგრაციის ხშირად გრძელ და რთულ პროცესში დამარება დაგჭირდებათ. ჩვენი სერვისი მოიცავს მიგრაციის უფასო დახმარების უზრუნველყოფას და მხარდაჭერას cPanel-ის თავსებადი ანგარიშებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ყველა ფაილის უსაფრთხო და სწორ ტრანსფერში.
დიახ. Linux საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერ პაკეტში ავტომატურად ჩაშენებულია WordPress და მზადაა გამოსაყენებლად. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ პაკეტს "კლასიკი", რადგან იმისთვის, რომ WordPress გამართულად მუშაობდეს, ამ პლატფორმას სჭირდება მეტი რესურსი. "კლასიკი" კი უზრუნველყოფს საკმარის სიმძლავრეს შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
Linux და Windows ორი განსხვავებული ტიპის ოპერაციული სისტემაა. Linux ყველაზე პოპულარული სისტემაა ვებ სერვერებისთვის და თუკი Windows-ის რომელიმე კონკრეტული აპლიკაციის გამოყენება არ გჭირდებათ თქვენი ვებ საიტის მუშაობისთვის, Linux უკეთესი არჩევანია. თუკი არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენი ვებ საიტის დეველოპერთან.
ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
კონტაქტიLinux Hosting | |
---|---|
ns1.cpanel.ge | |
ns2.cpanel.ge |
Windows Hosting | |
---|---|
ns5.cpanel.ge | |
ns6.cpanel.ge |
VPS Hosting | |
---|---|
ns3.cpanel.ge | |
ns4.cpanel.ge |