WINDOWS საზიარო ჰოსტინგი

დაცული

ჩვენი ექსპერტების გუნდი 24/7 ახდენს სისტემის, ქსელისა და დატაცენტრის უსაფრთხოების მონიტორინგს. საფრთხეებს, როგორიცაა DDoS შეტევები, მაშინაც კი ვაკონტროლებთ, როცა თქვენ გძინავთ.

სანდო

ჩვენ გვესმის, რომ საიტის გათიშვა პოტენციური ზარალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვერების 99.9% uptime გარანტიას უზრუნველვყოფთ.

მოქნილი

განურჩევლად იმისა, თქვენს ვებსაიტს ხელით ქმნით, თუ იყენებთ პლატფორმებს,, როგორებიცა WordPress ან Joomla, როდესაც პაკეტის განახლება დაგჭირდებათ, ამას მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეძლებთ.

პაკეტები

სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.

სტარტერი

თვეში  18  -დან
  • 1GB SSD სივრცე
  • 2 დომენი
  • 1 ვებ საიტი
ყიდვა

Classic

რეკომენდირებულია .NET აპლიკაციებისთვის

თვეში  42  -დან
  • 3GB SSD სივრცე
  • 5 დომენი
  • 1 ვებ საიტი
ყიდვა

PREMIUM

თვეში  60  -დან
  • 5GB SSD სივრცე
  • 10 დომენი
  • 1 ვებ საიტი
ყიდვა

194
Buy Now

454
Buy Now

648

დამატებითი მახასიათებლები

ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:

შეუზღუდავი ტრაფიკი

თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.

თავსებადობა ყველა სტაბილურ ASP.NET ვერსიასთან

Plesk თავსებადია ნებისმიერ ძველ, სტაბილურ ASP.NET ვერსიასთან, იმ შემთხვევებისთვის, თუკი სხვა ვერსიაზე დაბრუნება დაგჭირდებათ.

შეუზღუდავი ელ. ფოსტა

დაარეგისტრირეთ შეუზღუდავი რაოდენობის ელ. ფოსტის მისამართები თქვენი დომენური სახელის გამოყენებით.

უფასო SSL სერთიფიკატი

გახადეთ დაცული თქვენი ვებ საიტი უფასო SSL სერთიფიკატის საშუალებით და მიიღეთ უფრო ეფექტური შედეგი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში.

დღიური ბექაფი

ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.

SSH წვდომა

მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი და მოქნილობა თქვენს ანგარიშთან Secure Shell (SSH) წვდომის საშუალებით.

აპლიკაციები

Plesk სამართავი პანელის საშუალებით მოიპოვებთ წვდომას უამრავ სხვადასხვა სერვისზე. ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერი პაკეტის შეძენისას ასევე მიიღებთ სხვა, ვებ საიტის შექმნისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს.

Plesk ტესტ-დრაივი

გამოცადეთ Plesk-ის სხვადასხვა ფუნქცია, სანამ გადაწყვეტთ CLOUD9-სთან თანამშრომლობას. შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის საზიარო ჰოსტინგი?

საზიარო ჰოსტინგი გულისხმობს რამდენიმე მომხმარებლისთვის ერთ ფიზიკურ სერვერზე სივრცის განაწილებას, თითოეული მომხმარებლისთვის საზიარო რაოდენობის გამტარობის უზრუნველყოფით.

რა უპირატესობები აქვს საზიარო ჰოსტინგს?

საზიარო ჰოსტინგის უდიდესი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასია. სხვადასხვა საჭირო მახასიათებელთან ერთად, საზიარო ჰოსტინგის სერვერი მართულია, შესაბამისად, მომხმარებლებს არ უწევთ მის მენეჯმენტზე, უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე თავად იზრუნონ.

როგორ მოვახდინო CLOUD9-ში მიგრაცია?

თუკი თქვენი ვებ საიტი უკვე არსებობს და ჰოსტინგის პროვაიდერის შეცვლას განიხილავთ, მიგრაციის ხშირად გრძელ და რთულ პროცესში დამარება დაგჭირდებათ. ჩვენი სერვისი მოიცავს მიგრაციის უფასო დახმარების უზრუნველყოფას და მხარდაჭერას cPanel-ის თავსებადი ანგარიშებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ყველა ფაილის უსაფრთხო და სწორ ტრანსფერში.

შემიძლია Windows საზიარო ჰოსტინგის არჩევის შემთხვევაში WordPress-ით სარგებლობა?

დიახ. Windows საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერ პაკეტში ავტომატურად ჩაშენებულია WordPress და მზადაა გამოსაყენებლად. გირჩევთ მინიმუმ "კლასიკის" არჩევას, რადგან იმისთვის, რომ WordPress გამართულად მუშაობდეს, ამ პლატფორმას სჭირდება მეტი რესურსი. "კლასიკი" კი უზრუნველყოფს საკმარის სიმძლავრეს შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

რა განსხვავებაა Linux და Windows საზიარო ჰოსტინგს შორის?

Linux და Windows ორი განსხვავებული ტიპის ოპერაციული სისტემაა. Linux ყველაზე პოპულარული სისტემაა ვებ სერვერებისთვის და თუკი Windows-ის რომელიმე კონკრეტული აპლიკაციის გამოყენება არ გჭირდებათ თქვენი ვებ საიტის მუშაობისთვის, Linux უკეთესი არჩევანია. თუკი არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენი ვებ საიტის დეველოპერთან.

დახმარება რომ დამჭირდეს?

ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

გაქვთ დამატები შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

სხვა სერვისები

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS