SSL ვალიდაციის დონეები
სწორი SSL სერთიფიკატის არჩევაში დასახმარებლად, განვიხილოთ ავთენტიფიკაციის სამი ძირითადი დონე.
დომენის ვალიდაცია (DV)
სერტიფიცირების ყველაზე მარტივი გზა. იდეალურია პირადი საიტებისთვის, ბლოგებისთვის და სხვა. თქვენ მიიღებთ უსაფრთხოების ბოქლომს მისამართების ზოლში და ეს გააუმჯობესებს SEO რანჟირებას.
- 01.
ორგანიზაციის ვალიდაცია (OV)
ამ დონის ვალიდაციის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ავთენტიფიკაცია ხელით ხდება. კარგი არჩევანია ონლაინ მაღაზიებისთვის და ნებისმიერი საიტისთვის, სადაც პირადი ინფორმაციის გაცვლა ხდება.
- 02.
გაფართოებული ვალიდაცია (EV)
ავთენტიფიკაციის უმაღლესი დონე, რომელიც მოითხოვს სერტიფიცირების ორგანოს მხრიდან ექსტენსიურ შემოწმებას. საუკეთესო არჩევანი ბიზნესისთვის.
- 03.
SSL-ის მნიშვნელობა
აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰქონდეს თქვენს ვებ საიტს SSL სერთიფიკატი.
მოიპოვეთ ნდობა
ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ონლაინ საკითხია, განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაში. სანდო ურთიერთობა თქვენს ონლაინ მომხმარებლებთან იწყება მარტივი ვალიდაციით, რომელიც აჩვენებს მომხმარებლებს ზუსტად ვისთან აქვთ საქმე.
უკეთესი SEO რანჟირება
თუ თქვენს ვებ საიტს SSL სერთიფიკატი აქვს, Google-ისგან დამატებით ქულებს იღებს და კონკურენტებზე მაღლა რანჟირდება. დარწმუნდით, რომ SSL სერთიფიკატი სწორად არის დაინსტალირებული და კონფიგურირებული.
გაზარდეთ გაყიდვები
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ SSL დაშიფვრა ელექტრონული კომერციის ვებ საიტზე გავლენას ახდენს მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე პროდუქტის შეძენისას. Extended Validation-ის მქონე ვებ საიტები გაყიდვების ზრდას აჩვენებენ.
ბრენდის დაცვა
კიბერდანაშაული დღეს მრავალ ფორმას იღებს. SSL დაშიფვრა ხელს უწყობს კიბერდანაშაულის პრევენციას და თქვენი მომხმარებლების ღირებული ინფორმაციის დაცვას.
PCI/DSS შესაბამისობა
საკრედიტო ბარათით გადახდების მისაღებად, თქვენი ელექტრონული კომერციის ვებ საიტი PCI შესაბამისი უნდა იყოს. მოქმედი SSL სერთიფიკატი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია.
იყავით სწრაფი
პოპულარული მითის საწინააღმდეგოდ, SSL-ის მქონე ვებ საიტები უფრო სწრაფად იტვირთება. ეს ასევე ეხმარება SEO რანჟირებას, რადგან სწრაფად ჩატვირთვადი ვებ საიტებიც Google-ისგან ბონუს ქულებს იღებენ.
მომავლისთვის მზადყოფნა
ონლაინ უსაფრთხოება მუდმივად ვითარდება, ისევე როგორც SSL. SSL გადის Transport Layer Security (TLS)-ზე. როცა მზად იქნებით, მხოლოდ სერთიფიკატის განახლება დაგჭირდებათ.
ხელმისაწვდომი SSL სერთიფიკატები
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ სერთიფიკატებიდან ერთ-ერთის შეძენაში, კონფიგურაციაში და ინსტალაციაში. თქვენ მხოლოდ ერთის არჩევა გჭირდებათ.
GeoTrust
GeoTrust არის ციფრული სერთიფიკატების მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ TLS/SSL სერთიფიკატების მართვის რესურსებსა და ინსტრუმენტებს სერთიფიკატის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.
Thawte
როგორც წამყვანი გლობალური სერთიფიკატების ორგანო, Thawte უზრუნველყოფს ონლაინ უსაფრთხოებას, რომელსაც მილიონობით ადამიანი ენდობა მთელ მსოფლიოში.
DigiCert
DigiCert-ში ინტერნეტის უკეთ დაცვა კომპანიის ფესვებიდან მომდინარე კონცეფციაა. მათ სერთიფიკატებს ენდობიან ყველგან, დღეში მილიონობით ჯერ.
Sectigo
როგორც მსოფლიოში უდიდესი კომერციული სერთიფიკატების ორგანო, 700,000-ზე მეტი მომხმარებლით და 20 წელზე მეტი გამოცდილებით, Sectigo თანამშრომლობს ყველა ზომის ორგანიზაციასთან.
დაგეხმარებით SSL სერთიფიკატებთან!
გვესმის, რომ ასეთი დიდი სიიდან არჩევა რთულია. სიამოვნებით დაგეხმარებით სწორი სერთიფიკატის არჩევაში. ჩვენი წარმომადგენელი 24 საათში გიპასუხებთ.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის SSL სერთიფიკატი?
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თქვენი ვებ საიტის უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც თქვენს ვიზიტორებსა და მომხმარებლებს აცნობს, რომ მათ მიერ გაზიარებული პირადი ინფორმაცია დაცულია.
როდის უნდა შევიძინო SSL სერთიფიკატი?
ტექნიკურად, შეგიძლიათ ვებ საიტი სერთიფიკატის გარეშეც ამუშაოთ. მაგრამ Google-მა გამოაცხადა, რომ SSL-ის მქონე ვებ საიტებს უკეთესი რანჟირება ექნებათ და ვისაც არ აქვს, Chrome ბრაუზერში "Not Secure" სტატუსით გამოჩნდება.
როგორ ავირჩიო სწორი სერთიფიკატი ჩემი საჭიროებისთვის?
წაიკითხეთ ზემოთ ვალიდაციის დონეების შესახებ, ეს კარგი საწყისი წერტილი იქნება.
როგორ დავაინსტალირო SSL სერთიფიკატი?
სერთიფიკატის შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ ინსტალაცია პირდაპირ თქვენი cPanel-იდან. ეს პროცესი სწორად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერთიფიკატი გამართულად არ იმუშავებს.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით