შპს ქლაუდ ცხრას ვებ-პორტალისა და შეთავაზებული სერვისებით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს ქლაუდ ცხრას ვებ-გვერდითა და ამ ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის წესებს და პირობებს (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სამომხმარებლო შეთანხმება" ან უბრალოდ „შეთანხმება"). წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს ქლაუდ ცხრას (შემდგომ "ქლაუდ ცხრა") შორის.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებისა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის/მომსახურების შეძენის პირობებს. მომხმარებლებს უფლება აქვთ დაგვიკავშირდნენ და მოითხოვონ ხელშეკრულების გაფორმება მათზე ინდივიდუალურად მორგებული პირობების შესაბამისად.
წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ვრცელდება კომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა მომსახურებაზე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს, თითოეული მომსახურების აღწერა და პირობები მოცემულია უშუალოდ ასეთი მომსახურების გრაფაში.
წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს ქლაუდ ცხრას მიერ, რის შესახებაც მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იყენებენ ქლაუდ ცხრას სერვისებს, დამატებით ეცნობებათ მათ მიერ ქლაუდ ცხრას ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
1. მომხმარებლის რეგისტრაცია და ვებ-პორტალის გამოყენების წესი
მომხმარებელი გაეცნო მომსახურების წესებს და პირობებს და "ვეთანხმები" ღილაკზე დაჭერით ადასტურებს მას.
წინამდებარე წესების და პირობების შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ქლაუდ ცხრა-ს სერვისებით და პროდუქტებით, მან უნდა გაიაროს რეგისტრაციის პროცესი ვებ-გვერდზე https://cloud9.ge.
მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციის მიზნებისთვის ქლაუდ ცხრა-ს უზიარებს შემდეგ ინფორმაციას:
იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდება; საიდენტიფიკაციო კოდი;
სატელეფონო ნომერი; (არ არის სავალდებულო) ელექტრონული ფოსტა; მისამართი (არ არის სავალდებულო);
ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი, გვარი; პირადი ნომერი; სატელეფონო ნომერი (არ არის სავალდებულო); ელექტრონული ფოსტა; მისამართი (არ არის სავალდებულო);
რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე ექმნება პირადი კაბინეტი (https://my.cloud9.ge), საიდანაც მართავს თავის სერვისებს. პირადი კაბინეტის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს ახალი პროდუქტები, მართოს არსებული პროდუქტები, გააუქმოს არასასურველი პროდუქტები, გააკონტროლოს გადახდები, 24/7 ზე გახსნას მხარდაჭერის ბარათები და ა.შ
მომხმარებელს ეკისრება ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე საკუთარი მომხმარებლის სახელისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და სრული პასუხისმგებლობა ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდება მისი მომხმარებლის სახელითა და პაროლით. ქლაუდ ცხრა არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ან მესამე პირების წინაშე, იმ ტრანზაქციების ფარგლებში, რომლებიც განხორციელდა მომხმარებლის პაროლის ან ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების შედეგად
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ შეცვალოს ან განაახლოს თავის პროფილი ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე.
მომხმარებელი ვალდებულია, საკონტაქტო პირების, საკონტაქტო ინფორმაციის, სარეგისტრაციო მონაცემების ან/და პორტალზე მითითებული ელ. ფოსტის, ტელეფონის ნომრის ან პორტალზე არსებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილებები პორტალზე. ამასთან, პორტალის ანგარიშის სხვა პირზე გადაცემისას ან იურიდიული პირის შემთხვევაში პორტალის ანგარიშზე წვდომაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ქლაუდ ცხრას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არ შეატყობინა ქლაუდ ცხრას ანგარიშის სხვა პირზე გადაცემის/ავტორიზებული პირის ცვლილების შესახებ, ქლაუდ ცხრა-ს მიერ ასეთ ცვლილებაზე ინფორმაციის მიღებამდე მისთვის ცნობილი მომხმარებლისთვის გაზიარებული ინფორმაცია ითვლება მომხმარებლისთვის მართლზომიერად გაზიარებულად და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასეთი ინფორმაციის გადაცემით დამდგარ შედეგებზე.
მომხმარებლის მიერ ავტორიზაციის გავლისას სისტემა ავტომატურად ამუშავებს IP-მისამართს, საიდანაც მომხმარებელი ახორციელებს წვდომას სისტემაზე, სისტემაზე წვდომის თარიღსა და დროს და სხვა შესაბამის ინფორმაციას.
პროდუქტის აღწერა
ქლაუდ ცხრა მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს:
ჰოსტინგ სერვისი (LINUX საზიარო ჰოსტინგი; WINDOWS საზიარო ჰოსტინგი; კოლოკაცია);
დომენების რეგისტრაცია;
ვირტუალური სერვერების გაქირავება (VPS);
ვირტუალური დაყოფილი სერვერების გაქირავება (VDS);
ფიზიკური სერვერების გაქირავება;
SSL სერტიფიკატები;
ელექტრონული ფოსტის სერვისები;
კოლოკაცია;
მონაცემთა დამუშავების ცენტრის (Data Center) სერვისები;
„CERT" - უსაფრთხოების და „DDoS"-ისგან თავდაცვის სერვისები;
სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, გამართვა და ადმინისტრირება;
„DevOps" სერვისები;
"ქლაუდ" (Cloud) სერვისები.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, სახელმწიფო ორგანოები და სსიპ-ები), რომელიც იყენებს ქლაუდ ცხრა-ს სერვისებს;
მომსახურების ღირებულება - თანხა, რომელიც ფიქსირებულია ქლაუდ ცხრა-ს მიერ, იმ პროდუქტ(ებ)ის / მომსახურებ(ებ)ის სანაცვლოდ, რომელსაც მომხმარებელი იხდის;
მხარდაჭერის ბარათი (support ticket) - Cloud9-ს შიდა სისტემური ბარათები, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ეძლევა პორტალზე https://my.cloud9.ge/login რეგისტრაციის შემდეგ.
ავტორიზებული ელ.ფოსტა - მომხმარებლის ელ.ფოსტა, რომელიც მან გაწერა ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე რეგისტრაციის დროს, რომელმაც გაიარა ვერიფიკაცია და არის მომხმარებლის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ქლაუდ ცხრა-ს შიდა სისტემაში.
პირადი კაბინეტი - მომხმარებლის პირადი პროფილი, რომელიც იქმნება ქლაუდ ცხრა-ს ვებ გვერდზე მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ.
პროდუქტი, სერვისი - ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რომელსაც მომხმარებელი იძენს ქლაუდ ცხრა-სგან, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
ანგარიშსწორების პერიოდი - გადახდის თარიღი, რომელის ფიქსირებულია ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე, მომხმარებლის პირად კაბინეტში ატვირთულ გადასახდელ ინვოის(ებ)ში;
ჰოსტინგი (shared hosting) - მომსახურება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის ვებ-გვერდის განთავსებას ინტერნეტში;
დომენური სახელწოდება - არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს თქვენს ვებ-გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე;
SSL სერტიფიკატი - მონაცემთა შიფრაციის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს ბრაუზერის მომხმარებელსა და ვებ-სერვერს შორის.
სერვერი - მძლავრი კომპიუტერი;
ვირტუალური სერვერი (VPS) - ქლაუდ ცხრა-ს კუთვნილი ფიზიკური სერვერი, რომელიც ვირტუალიზაციის ტექნოლოგიით დაყოფილია ცალ-ცალკე ბევრ ვირტუალურ სერვერებად, რომლებსაც აქვთ გამოყოფილი თითოეულს თავისი რესურსები პროცესორი (CPU), სივრცე (DISK) და ოპერატიული (RAM) მეხსიერება;
ვირტუალური დაყოფილი სერვერი (VDS) - ქლაუდ ცხრა-ს კუთვნილი ფიზიკური სერვერი, რომელიც ვირტუალიზაციის ტექნოლოგიით დაყოფილია 2, 3 ან მაქსიმუმ 4 ვირტუალურ მანქანად, აქვს გაცილებით მეტი რესურსი და წარმადობა, ვიდრე ქლაუდ ცხრა-ს სტანდარტულ ვირტუალურ სერვერებს (VPS).
გამოყოფილი ფიზიკური სერვერი - ქლაუდ ცხრა-ს კუთვნილი ფიზიკური სერვერი, რომლის იჯარით სარგებლობის უფლება გადაეცემა მომხმარებელს;
კოლოკაცია - სერვისი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის კუთვნილი სერვერის/აპარატურის განთავსებას ქლაუდ ცხრა-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში (Data Center).
მონაცემთა დამუშავების ცენტრი (Data Center) - სპეციალიზებული დაწესებულება/სივრცე, სადაც განთავსებულია მომხმარებლის კუთვნილი სერვერები და ქსელური აპარატურა;
მონაცემთა დამუშავების ცენტრის (Data Center) სერვისები - სატელეკომუნიკაციო კარადის (Rack) იჯარა, კროსირება, დამატებითი ელ.ენერგიის ერთეულის (PDU) მონტაჟი, ურთიერთჩართვა ინტერნეტ პროვაიდერებთან და GSM ოპერატორებთან, IP მისამართების გაქირავება.
სატელეკომუნიკაციო კარადა (Rack) - მონაცემთა დამუშავების ცენტრში განთავსებული შპს ქლაუდ ცხრა-ს კუთვნილი კარადა, კარადის ზომა: 600x1000მმ, მოცულობა 42Unit, რომელიც გამოიყენება სატელეკომუნიკაციო აპარატურის განსათავსებლად.
IP მისამართი - უნიკალური მისამართი, რომელსაც კომპიუტერული მოწყობილობები იყენებენ ერთმანეთის იდენტიფიკაციასა და კომუნიკაციისათვის, როგორც გარე ინტერნეტ, აგრეთვე შიდა ქსელში.
DevOps - არის პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას (Dev) და IT ოპერაციებს (Ops). იგი მოიცავს როგორც დეველოპმენტის და კოდის წერის ნაწილს, ასევე სისტემური ადმინისტრირების ნაწილს.
DevOps სერვისი - ეს არის სერვისის ტიპი, როდესაც ორგანიზაცია/მომხმარებელი ახდენს თავის პროექტთან დაკავშირებულ ყველა DevOps ვალდებულების და პასუხისმგებლობის დელეგირებას გამოცდილ კვალიფიციურ DevOps კომპანიაზე.
ქლაუდ (Cloud) სერვისები - ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიაზრებს მომხმარებლისთვის მძლავრი გამოთვლითი და IT რესურსების მიწოდებას ინტერნეტში. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი (IaaS), პლატფორმა, როგორც სერვისი (PaaS), პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SaaS) და ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისი (FaaS).
განცხადებები და გარანტიები
მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
წინამდებარე პირობების დადასტურებისას იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი)
დაიცავს მისი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებს მესამე პირს პირადი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა და ანგარიშის უსაფრთხოება.
სისტემაში რეგისტრაციას ახორციელებს მისი პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით და საამისოდ არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის მონაცემებს ვებ-საიტზე განსახორციელებელი რეგისტრაციისა და შესაბამისად პროდუქტების შეძენის მიზნებისთვის;
არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს;
არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, არ გამოიყენებს შეძენილ სერვისებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობებისთვის;
პასუხისმგებელია ყველა მონაცემზე, ინფორმაციასა და სხვა კონტენტზე, რომელიც მის მიერ გამოიყენება, გენერირდება, აიტვირთება, შეინახება ან/და გადაეცემა ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით ან მის ფარგლებში;
არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
მომსახურების ზოგადი აღწერა და პირობები
ვებ-საიტზე https://cloud9.ge განთავსებულია პროდუქტების და მომსახურებების ჩამონათვალი, რომელთა შეკვეთა და მიწოდება ხორციელდება პორტალის https://my.cloud9.ge/login მეშვეობით. კონკრეტული მომსახურების აღწერა და პირობები მოცემულია თითოეული მომსახურების ველში, რომელიც ასევე წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს;
იმ მომსახურებების მიწოდება, რომელიც არ არის საიტზე მითითებული, ხორციელდება დამატებითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი support@cloud9.ge მეშვეობით უკავშირდება ქლაუდ ცხრას და ითხოვს დამატებით სერვისს. ასეთი სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომხმარებელს უბრუნდება კომუნიკაციის განმახორციელებელ იმავე ელ.ფოსტაზე. მომხმარებლის მიერ პირობების დადასტურებისა და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მომხმარებელს დამატებით მომსახურებაზე ეგზავნება ინვოისი და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ განხორციელდება დამატებითი სერვისის მიწოდება.
კომპანია უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიწოდების პროცესში, მისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს ყველა გონივრული ზომა უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ, რომ კომპანიის ძალისხმევის მიუხედავად, პრაქტიკულად შეუძლებელია ვირუსებისგან, კიბერ შეტევებისგან და სხვა სახის საფრთხეებისგან აბსოლუტური დაცვა.
მომხმარებელი მომსახურების შესყიდვას, აქტივაციას, მართვას და გაუქმებას ახორციელებს ვებსაიტზე არსებული პირადი კაბინეტის მეშვეობით;
თითოეულ მომსახურებას აქვს საკუთარი გაანგარიშების სიხშირე, ეს არის დროის ინტერვალი, რა პერიოდშიც ხორციელდება გაწეული/გასაწევი მომსახურების ღირებულების კალკულაცია. დომენების საფასურსა და SSL სერტიფიკატის საფასურს მომხმარებელი იხდის წელიწადში ერთხელ, სხვა სერვისების გადახდის პირობას მომხმარებელი ირჩევს თავად. ვებსაიტზე მომსახურების ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით. მომსახურების ღირებულების გადახდა ხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ინვოისის საფუძველზე.
მომხმარებლის მიერ დომენის რეგისტრაციისას არასწორად რეგისტრაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და გადახდილი თანხა არ ბრუნდება. გადახდილი თანხა ასევე არ ექვემდებარება დაბრუნებას SSL სერტიფიკატების შემთხვევაში, ყველა სხვა შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არასწორად შეიძინა პროდუქტი, support@cloud9.ge მეშვეობით მიმართავს კომპანიას და მას გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება.
Shared hosting-ის, VPS-ის, VDS-ის და ფიზიკური სერვერის იჯარით გაცემის მომსახურების გაწევისას, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სერვისის გაწევისას ადმინისტრირება წარმოადგენს ქლაუდ ცხრას პასუხისმგებლობას, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნებისთვის, ქლაუდ ცხრა ახორციელებს სერვერზე არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვას (ე.წ back up) მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
ამავე ხელშეკრულებით ან/და ინდივიდუალური მომსახურებით სარგებლობის პირობებით თუ სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული, კომპანია უზრუნველყოფს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მთლიანი კონტენტის (სარეზერვო ასლების ჩათვლით), ხოლო ცალკეული სერვისის/სერვისების შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში მასთან დაკავშირებული კონტენტის შეუქცევად წაშლას.
კოლოკაციის მომსახურების გაწევისას მომხმარებელი ვალდებულია:
კოლოკაციის ფართში დაშვების მიზნით ქლაუდ ცხრა-ს პორტალზე პირადი კაბინეტიდან დაჯავშნოს ვიზიტი მხარდაჭერის ბარათის გახსნით ან ავტორიზებული ელ.ფოსტიდან support@cloud9.ge-ზე დააფიქსიროს მოთხოვნა; წერილში მითითებული უნდა იყოს ფართში დასაშვები პირების (წარმომადგენლების) სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ვიზიტის ზუსტი დრო;
დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილი ქცევის წესები ქლაუდ ცხრა-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში (დატაცენტრში) ყოფნისას.
კოლოკაციის მომსახურების მიწოდების ფარგლებში მომხმარებელს უფლება აქვს:
24/7-ზე მოითხოვოს თავისი წარმომადგენლების დაშვება ქლაუდ ცხრა-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პორტალის პირადი კაბინეტიდან მხარდაჭერის ბარათის გახსნის მეშვეობით.
24/7 მოითხოვოს დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა (Remote hands service), ეს იქნება სერვერის გადატვირთვა, კაბელის შეცვლა თუ სხვა, პორტალის პირადი კაბინეტიდან მხარდაჭერის ბარათის გახსნის მეშვეობით, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
კოლოკაციის სერვისების მიწოდების ფარგლებში ქლაუდ ცხრა უფლებამოსილია:
მოახდინოს წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გატარება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს;
უარი უთხრას მომხმარებელს კოლოკაციის ფართში დაშვებაზე, თუ აღნიშნული დრო ემთხვევა წინასწარ დაგეგმილ ტექნიკურ ან სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოებს;
უარი უთხრას მომხმარებელს მისი კუთვნილი სერვერების კოლოკაციის ფართიდან გატანაზე, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მომხმარებელი არ მოახდენს ქლაუდ ცხრა-ს წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვას.
დომენის რეგისტრაციის სერვისების მიწოდების წესები და პირობები:
დომენური სახელის რეგისტრაციით მომხმარებელი იღებს დომენური სახელით სარგებლობის შეზღუდულ, გადაცემად, განახლებად, ექსკლუზიურ უფლებას, იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც მოცემულია ამ ხელშეკრულებაში და ასევე, დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში.
„.ge" ზონის დომენის რეგისტრაციის წინ, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები და შესაბამისი ინსტრუქციები, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებ-პორტალზე https://nic.ge/ka/domains
„.გე" ზონის დომენის რეგისტრაციის წინ, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს და შესაბამის ინსტრუქციებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებ-პორტალზე რეგისტრაცია.გე
დომენის რეგისტრაციისას განაცხადში არასწორად/შეცდომით ჩაწერილ დომეინის სახელზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა დომენის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს არ დაუბრუნდება.
მომსახურების მიწოდებისას, ქლაუდ ცხრა ვალდებულია:
უზრუნველყოს მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე support@cloud9.ge ელ.ფოსტის საშუალებით.
უზრუნველყოს თავისი სერვისების უწყვეტი მიწოდება, კალენდარული დღის 24 საათის განმავლობაში;
მომსახურების მიწოდებისას ქლაუდ ცხრა უფლებამოსილია:
შეაჩეროს მომსახურების გაწევა მომხმარებლის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში;
შეაჩეროს მომსახურების გაწევა ადმინისტრაციული ორგანოს/სასამართლოს მომართვის საფუძველზე;
დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ იგი აფერხებს/ახარვეზებს სხვა მომხმარებელთა მომსახურებას.
მომსახურების გაწევის მიზნით და მის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია დაამუშავოს და შეინახოს კანონით გათვალისწინებული წესით.
მომსახურების გადახდის პირობები და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
როდესაც მომხმარებელი ქლაუდ ცხრას ვებ-პორტალის მეშვეობით უკვეთავს პროდუქტებს და ახორციელებს გადახდას, ქლაუდ ცხრა აგროვებს მომხმარებლის გადახდის ინფორმაციას. ვებ-პორტალზე გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი საკრედიტო/სადებიტო ბარათებით: „Master Card", „VISA", „American Express" და „PayPal".
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეცდომით შეიძენს პროდუქტს ვებ-გვერდზე https://cloud9.ge/ გარდა დომენური სახელისა და SSL სერტიფიკატისა, მას შეუძლია მოითხოვოს შეცდომით შეძენილი პროდუქტის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება, ამისთვის მან უნდა დააფიქსიროს თანხის დაბრუნების მოთხოვნა მხარდაჭერის ბარათის მეშვეობით ან ელ. ფოსტაზე support@cloud9.ge.
მომხმარებელს რომელსაც თანხა ავანსად აქვს ჩარიცხული და სურს სერვისის გაუქმება, თანხის დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირების (თანხის დაბრუნების მოთხოვნა ფიქსირდება მხარდაჭერის ბარათის მეშვეობით ან ელ. ფოსტაზე support@cloud9.ge) შემდეგ, მას იმავე ანგარიშზე დაუბრუნდება თანხის სხვაობა, რომელიც დაანგარიშდება მომსახურების შეწყვეტის დღის მონაცემებით.
თანხის უკან დაბრუნების ვადაა საქართველოს ბანკების ანგარიშებისთვის 3 - 8 სამუშაო დღე, უცხოური ბანკების ანგარიშებზე დამოკიდებულნი ვართ შუამავალ ბანკზე.
საჩივრის წარდგენის წესი და პირობები
ქლაუდ ცხრას სერვისებით სარგებლობის პროცესში რაიმე სახის სირთულის, ტექნიკური ხარვეზის ან ნებისმიერი სხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის არსებობისას, მომხმარებელი უფლებამოსილია ქლაუდ ცხრას მიმართოს ელ.ფოსტის support@cloud9.ge საშუალებით და დააფიქსიროს პრობლემის შინაარსი და მოთხოვნა.
ქლაუდ ცხრა საჩივრის მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ელ.ფოსტის მეშვეობით მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობისა და ასეთი დაკმაყოფილების ვადებთან დაკავშირებით, ამასთან, საჭიროებისამებრ, ქლაუდ ცხრა უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს საჩივართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.
მომხმარებელი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ საჩივრით მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: defender@comcom.ge ან სატელეფონო ნომერზე: +995 32 2399505; მისამართი - თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვაზიარებთ ვებსაიტისა და შეთავაზებული სერვისების გამოყენებისას ჩვენთვის გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს.
ქლაუდ ცხრას მიერ შეთავაზებული მომსახურებების სარგებლობის მიზნებისთვის, საჭიროა პერსონალური ინფორმაციის გამოყენება კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. ჩვენ მოვიპოვებთ/ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ქვემოთ მოცემული კანონიერი საფუძვლით:
ქლაუდ ცხრასა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სერვისის მოწოდების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;
ქლაუდ ცხრას კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით;
ქლაუდ ცხრაზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;
მომხმარებლის თანხმობით.
მითითებული საფუძვლით მომხმარებლის მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ერთი ან რამდენიმე კანონიერი მიზნით:
მომხმარებლის მიერ შეძენილი მომსახურების მიწოდების მიზნით;
მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების და მისი ანგარიშის მართვის, მათ შორის, დისტანციური სერვისის გაწევის მიზნით;
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ქსელში განხორციელებული თაღლითური ქმედების, ფროდის ან/და კიბერ შეტევის ინციდენტების მონიტორინგის, პრევენციის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის/შეჩერების მიზნით.
პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, მომსახურების გაწევის/მიწოდების თაობაზე, მათ შორის შეძენილი მომსახურებების შესახებ მონაცემებს ვინახავთ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან/დასრულებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არაუგვიანეს ასეთი ვადის გასვლიდან 1 თვისა, ქლაუდ ცხრა უზრუნველყოფს მონაცემების წაშლას ან სხვაგვარად განადგურებას.
მომხმარებელს უფლება აქვს გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც მუშავდება მის შესახებ;
მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის კორექტირება;
მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; თუმცა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ის მოითხოვს ისეთი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, რომელიც აუცილებელია ქლაუდ ცხრას მხრიდან მომსახურების მიწოდებისთვის, ქლაუდ ცხრა ვეღარ შეძლებს ასეთი მომსახურების მიწოდებას, ამასთან, ქლაუდ ცხრამ შესაძლოა მომხმარებელს უარი უთხრას მონაცემების წაშლაზე/განადგურებაზე, თუ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა კანონიერი საფუძველი, უარის შემთხვევაში მომხმარებელს განემარტება უარის მიზეზი.
პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გროვდება მომსახურების გაწევის მიზნებისთვის და ფარგლებში:
საკონტაქტო ინფორმაცია, თქვენი სახელი, თქვენი პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი; ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;
შეძენილი სერვისები;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ პირდაპირ არ ვახდენთ თქვენი საბანკო მონაცემების ჩვენს სისტემაში შენახვას, აღნიშნული ინფორმაცია უბრალოდ გადამისამართდება გადახდის დამმუშავებელ შესაბამის სუბიექტებთან;
მომსახურებისათვის დარიცხული საფასური, მომსახურების შეძენის ან ანგარიშის გადახდის თარიღი, დრო და ფორმა ასევე, თქვენი დავალიანების, გადაუხდელი ანგარიშ(ებ)ისა და დეპოზიტ(ებ)ის შესახებ მონაცემები;
მონაცემები თქვენ მიერ მიღებული მომსახურებ(ებ)ის შესახებ, მათ შორის, მონაცემები მომსახურების დამატების, გაუქმების ან ცვლილების თაობაზე;
ამასთან, მომხმარებლის მიერ ქლაუდ ცხრას პორტალით სარგებლობისას, ქლაუდ ცხრას შესაძლოა წვდომა ჰქონდეს ან/და აგროვებდეს ისეთი ტიპის ინფორმაციასაც, რომელიც აღწერს ვებსაიტის გვერდების ნახვის ისტორიას, ინფორმაციას IP მისამართის შესახებ, დომენის სახელებს, ჰოსტინგ რესურსების გამოყენების სტატისტიკას, ლოგ ფაილებს.
ქლაუდ ცხრა ასევე იყენებს ქუქი-ფაილებს (cookies), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განმეორებითი ვიზიტორების დადგენა, ასევე იმ ინფორმაციის მოპოვება თუ კომპანიის ვებგვერდის რა კონტენტზე ან რომელ გვერდებზე ხორციელდება ხშირი წვდომა, რა ინტერვალებით იმყოფებიან მომხმარებლები კომპანიის ვებგვერდზე. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ვებ ბრაუზერით განახორციელოს ქუქი-ფაილების კონტროლი.
ქლაუდ ცხრა ვალდებულია, არ განახორციელოს საკუთარ რესურსებზე დამკვეთის მიერ განთავსებული მონაცემების გადაცემა ან სხვაგვარი ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის (გარდა, ამავე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), როგორც ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ისე მისი დასრულების შემდგომ.
სხვა პირობები
რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას და მასზე რაიმე სახის პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუ ასეთი შეუსრულებლობა ან შესრულების შეფერხება გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად.
ამ მუხლის მიზნებისათვის ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რომელიმე მხარის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, სახელმწიფოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით, რაც აფერხებს მომსახურების გაწევას და სხვა.
მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, უნდა გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება შეთანხმების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
ფორს-მაჟორული გარემოებების პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი გრძელდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა. თუ მხარეების მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა სამ თვეზე მეტი დროით, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება და არანაკლებ ორი კვირით ადრე აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს, წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ელექტრონული ფოსტით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.
მხარეთა შორის წინამდებარე დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს ქლაუდ ცხრას ურთიერთმოლაპარაკების მიზნით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო.
შპს ქლაუდ ცხრა-ს რეკვიზიტები
კომპანიის დასახელება: შპს ქლაუდ ცხრა;
საიდენტიფიკაციო/საგადასახადო კოდი: 405063755
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქუჩა, მე-4 მკ/რ-ის გაგრძელება, ნაკვეთის #7;
ტელეფონის ნომერი: +995 032 242 40 02;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: contract@cloud9.ge ან support@cloud9.ge;
საბანკო ანგარიში: სს „თიბისი ბანკი" – GE59TB7050436080100004.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების აქტს, მხოლოდ მასზე დადასტურებამდე, დააჭირეთ ღილაკს "არ ვეთანხმები" და დაგვიკავშირდით შემდეგ ელ ფოსტაზე: SUPPORT@CLOUD9.GE. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეებს შორის მოხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.