სტანდარტული პაკეტები
სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
* იმ მომენტში მარაგში არსებული პროცესორი. დაგვიკავშირდით
** SSD მეხსიერება და სხვა კონფიგურაციის პარამეტრები ხელმისაწვდომია ჩექაუთის დროს.
დამატებითი მახასიათებლები
ჩვენი გამოყოფილი სერვერის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
შეუზღუდავი ტრაფიკი
თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.
სწრაფი კავშირი
ისარგებლეთ 1Gbps ლოკალური და 20Mbps გლობალური სიჩქარის სწრაფი კავშირით ქსელთან.
სამართავი პანელი
სამართავი პანელის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი სერვერის ყველა ასპექტის მართვა. გვაქვს ასარჩევად სხვადასხვა სამართავი პანელი. შედარების ცხრილი იხილეთ ქვევით.
KVM
ჩვენი გამოყოფილი სერვერები იმართება Kernel-based Virtual Machine (KVM) ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებებით.
დღიური ბექაფი
ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.
წვდომა
მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი და მოქნილობა SSH წვდომით ადმინისტრირებადი სერვერებისთვის და IPMI / ILO ადმინისტრირების გარეშე სერვერებისთვის.
აირჩიეთ მართვის პანელი
ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროვაიდერებთან რათა შემოგთავაზოთ პანელების საუკეთესო არჩევანი. ჩექაუთის დროს გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მართვის პანელი.
DirectAdmin ლინუქსზე მორგებული მართვის პანელია, რომელსაც აქვს სამი განსხვავებული წვდომის საფეხური (ადმინისტრატორი, გადამყიდველი, მომხმარებელი). DirectAdmin გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, სწრაფი და სტაბილური სისტემით და ყველაზე ხელმისაწვდომია.
* DA Personal ვერსია მოყვება უფასოდ
Demoუკვე 25 წელია cPanel არის ბაზარზე ყველაზე პოპულარული ლინუქსის პლატფორმაზე მორგებული მართვის პანელი. ამ პანელის მეშვეობით მარტივად გამართავთ ვებ საიტებს, დომენებს, ფაილებს, მეილებს და სხვა სერვერის პარამეტრებს.
DemoPlesk ერთადერთი პანელია, რომელიც მუშაობს როგორც ლინუქსის ასევე ვინდოუსის სერვერებზე. მისი პლაგინების ეკოსისტემის მეშვეობით ამ მართვის პანელს ბევრი დამატებითი ფუნქციონალი ემატება.
Demoხშირად დასმული შეკითხვები
რა არის გამოყოფილი სერვერი?
საზიარო ჰოსტინგისა თუ ვირტუალური სერვერისგან განსხვავებით, სადაც რესურსები ნაწილდება რამდენიმე მომხმარებელს შორის, გამოყოფილი სერვერი გაძლევთ ექსკლუზიურ უფლებებს და საშუალებას, ისარგებლოთ ყველა ხელმისაწვდომი რესურსით, როგორიცაა RAM, მეხსიერება, გამოთვლის სიმძლავრე და ა.შ.
რამდენ ხანში ხდება სერვერის ინსტალაცია?
ყველა გამოყოფილი სერვერი ხელმისაწვდომია მარაგში და შეიძლება დაყენდეს 24-48 საათში. თუკი სპეციალური მოთხოვნებია წარმოდგენილი, დამატებითი კომპონენტების ინსტალაციას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.
შესაძლებელია სერვერის განახლება?
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს სერვერზე მეტი რესურსის (RAM, HDD და ა.შ.) დამატება.
რა ტექნიკა გამოიყენება გამოყოფილი სერვერებისთვის?
ჩვენ ძირითადად HP სერვერების სხვადასხვა მოდელს ვიყენებთ. ყველა სერვერი იყენებს Enterprise Grade მყარ დისკებს და Solid State Drive-ებს (SSD), დუბლირებულ ქსელურ კავშირებს და დუბლირებულ კვების ბლოკებს.
რომელი ოპერაციული სისტემა უნდა დავაყენო?
გვითხარით, Linux-ის რომელი ვერსიის დაყენებას ისურვებთ თქვენს სერვერზე. Windows-ის შემთხვევაში, ეს ყოველთვიური ლიცენზიის საფასურის საგანია.
დახმარება რომ დამჭირდეს?
ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით