VDS პაკეტები ადმინისტრირებით
სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
VDS პაკეტები ადმინისტრირების გარეშე
სრული Root Access-ით, ისარგებლეთ ვირტუალური დაყოფილი სერვერის სრული კონტროლით. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
დამატებითი მახასიათებლები
ჩვენი ვირტუალური დაყოფილი სერვერის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
შეუზღუდავი ტრაფიკი
თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.
სწრაფი კავშირი
ისარგებლეთ 1Gbps ლოკალური და 20Mbps გლობალური სიჩქარის სწრაფი კავშირით ქსელთან.
სამართავი პანელი
სამართავი პანელის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ვირტუალური გამოყოფილი სერვერის ყველა ასპექტის მართვა. გვაქვს ასარჩევად სხვადასხვა სამართავი პანელი. შედარების ცხრილი იხილეთ ქვევით.
KVM
ჩვენი ვირტუალური დაყოფილი სერვერები იმართება Kernel-based Virtual Machine (KVM) ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებებით.
დღიური ბექაფი
ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.
წვდომა
მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი და მოქნილობა SSH წვდომით ადმინისტრირებადი სერვერებისთვის და Root Access-ით ადმინისტრირების გარეშე სერვერებისთვის.
აირჩიეთ მართვის პანელი
ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროვაიდერებთან რათა შემოგთავაზოთ პანელების საუკეთესო არჩევანი. ჩექაუთის დროს გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მართვის პანელი.
DirectAdmin ლინუქსზე მორგებული მართვის პანელია, რომელსაც აქვს სამი განსხვავებული წვდომის საფეხური (ადმინისტრატორი, გადამყიდველი, მომხმარებელი). DirectAdmin გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, სწრაფი და სტაბილური სისტემით და ყველაზე ხელმისაწვდომია.
* DA Personal ვერსია მოყვება უფასოდ
Demoუკვე 25 წელია cPanel არის ბაზარზე ყველაზე პოპულარული ლინუქსის პლატფორმაზე მორგებული მართვის პანელი. ამ პანელის მეშვეობით მარტივად გამართავთ ვებ საიტებს, დომენებს, ფაილებს, მეილებს და სხვა სერვერის პარამეტრებს.
DemoPlesk ერთადერთი პანელია, რომელიც მუშაობს როგორც ლინუქსის ასევე ვინდოუსის სერვერებზე. მისი პლაგინების ეკოსისტემის მეშვეობით ამ მართვის პანელს ბევრი დამატებითი ფუნქციონალი ემატება.
Demoხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ვირტუალური დაყოფილი სერვერი (VDS)?
ვირტუალური დაყოფილი სერვერები მუშაობენ ვირტუალიზებულ გარემოში, ისევე როგორც VPS. განსხვავება ის არის, რომ თითოეული VDS იღებს CPU ბირთვების ფიქსირებულ რაოდენობას და RAM-ის მოცულობას, რომელიც მუდმივად მინიჭებულია თითოეულ ანგარიშზე და არ იზიარებს სხვებთან. თქვენ შეგიძლიათ მეტი მეხსიერების დამატება VDS-ზე და ამით ის უფრო მეტ აპარატურულ პარამეტრებს გთავაზობთ, ვიდრე VPS.
რა განსხვავებაა VDS-სა და გამოყოფილ სერვერს შორის?
გამოყოფილი სერვერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს განკარგულებაშია. VDS-სგან განსხვავებით, სერვერის რესურსებს, როგორებიცაა RAM და CPU, სრულად მოიხმართ.
შეიძლება VDS-ის აპარატურული კონფიგურაციის შეცვლა?
CPU ბირთვების და RAM-ის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ მეხსიერების მოცულობის განახლება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ გამოყოფილ სერვერზე გადასვლაში, თუ მეტი სიმძლავრე დაგჭირდებათ.
რით განსხვავდება VDS ადმინისტრირებით VDS ადმინისტრირების გარეშე შეთავაზებისგან?
VDS ადმინისტრირების გარეშე თქვენ გაქვთ სრული root წვდომა თქვენს სერვერთან და შესაძლებლობა, სრულად აკონტროლოთ მისი ფუნქციონალი. თუკი გსურთ მთელი ყურადღება ბიზნეს პროცესებს დაუთმოთ და სერვერის მართვა პროფესიონალებს მიანდოთ, აირჩიეთ VDS ადმინისტრირებით.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით