ჩაერთე CLOUD9-ს რეფერალურ პროგრამაში

გაუწიეთ პოპულარიზაცია სანდო სერვისის გავრცელებას და გამოიმუშავეთ საკომისიო რეფერალებისთვის. მიიღეთ განმეორებითი 10%-იანი საკომისიო ყველა სერვისზე, რომელსაც თქვენ მიერ მოზიდული მომხმარებლები შეიძენენ ჩვენგან. სავარაუდოდ, თქვენ უკვე სთავაზობთ ტექნოლოგიურ მომსახურებებს თქვენს მეგობრებსა და ბიზნეს პარტნიორებს, ახლა კი შეგიძლიათ ეს საქმიანობა თქვენი პასიური შემოსავალი გახადოთ.

როგორ დავიწყო?

ამ პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება და დაწყება ახლავე შეგიძლიათ, ჩვენგან თანხმობის ლოდინის გარეშე.

დარეგისტრირდით

დარეგისტრირდით my.cloud9.ge-ზე ელ. ფოსტის, Google ან Facebook ანგარიშის საშუალებით.

  • 01.

გახდით რეფერალი

გადადით რეფერალების გვერდზე მენიუდან და გაააქტიურეთ რეფერალის სტატუსი.

  • 02.

გაუწიეთ პოპულარიზაცია

თქვენ იხილავთ ყველა საჭირო რესურსს და დამატებით ინფორმაციას რეფერალის გვერდზე.

  • 03.

რომელ პროდუქტებს უნდა გავუწიო პოპულარიზაცია?

აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ პროდუქტს და სერვისს, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ. გაუწიეთ პოპულარიზაცია ნებისმიერ მათგანს და გამოიმუშავეთ საკომისიო.

როგორ გავუწიო პოპულარიზაცია?

აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი მაგალითი, თუ როგორ შეგიძლიათ CLOUD9-ს პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საკომისიოს გამოსამუშავებლად.

გამოიყენეთ ბანერები

თქვენს რეფერალის ანგარიშში დაგხვდებათ რამდენიმე ბანერი, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ვებ საიტზე ან ბლოგზე ჩასვათ. უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით კოდი მათ გამოსაყენებლად.

გამოიყენეთ რეფერალური ბმულები

გაუგზავნეთ თქვენი ინდივიდუალური რეფერალური ბმული CLOUD9-ს პოტენციურ მომხმარებლებს. ბმულის გამოყენება სტატიასა და ბლოგ პოსტებშიც შეგიძლიათ, ან გააზიარეთ უბრალოდ ჩატის საშუალებით.

გამოიყენეთ პრომო კოდი

თუ განსხვავებული შეთავაზება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ჩვენ, თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, საუკეთესო გარიგებას შემოგთავაზებთ და შევქმნით უნიკალურ პრომო კოდს თქვენთვის.

საკომისიოს გამომუშავების მაგალითები

განმეორებითი 10%-იანი საკომისიოს საშუალებით, ძალიან მარტივად შეძლებთ გამოთვალოთ, თუ რამდენს შეადგენს თქვენი პასიური შემოსავალი. აქ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რამდენს შეადგენს თქვენი მთლიანი წლიური საკომისიო ჩვენი პოპულარული სერვისების გაყიდვის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ დაგროვილი თანხა შეგიძლიათ CLOUD9-ში თქვენი პირადი სერვისებისთვის გამოიყენოთ.

Managed VPS Starter
₾72 / year
Self Managed VDS SSD
₾264 / year
2U Colocation
₾216 / year
Windows Shared Hosting Premium
₾72 / year
Managed Dedicated Server Starter
₾40 / year

ხშირად დასმული შეკითხვები

ვის შეუძლია რეფერალურ პროგრამაში გაწევრიანება?

ეს პროგრამა გათვალისწინებულია 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი პირისთვის, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.

როგორ ხდება გაყიდვების აღრიცხვა?

გაყიდვების აღრიცხვა ხდება, როდესაც მომხმარებელი დააკლიკავს თქვენს რეფერალურ ბმულს და დაასრულებს შეკვეთას. ბმულზე გადასვლისას ხდება cookie-ს შენახვა ბრაუზერში, რომელიც აღრიცხავს ყველა გაყიდვას 90 დღის მანძილზე.

როდის მივიღებ საკომისიოს?

თქვენი რეფერალები უნდა დარჩნენ აქტიური მინიმუმ 60 დღის მანძილზე საკომისიოს გადახდამდე. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მოითხოვოთ თანხის გატანა, თუ თქვენი ბალანსი მინიმალურ ზღვარს - 100 ლარს გადააჭარბებს.

მივიღებ საკომისიოს მომხმარებლის მიერ პაკეტის განახლების ან სხვა პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში?

ჩვენ არ გავცემთ საკომისიოს პაკეტის განახლების ან დამატებითი პროდუქტის შეძენისას. საკომისიოს გამომუშავება ხდება მხოლოდ CLOUD9-ზე ახალი ანგარიშის დარეგისტრირების შედეგად.

შემიძლია მივიღო ფასდაკლება ჩემი კლიენტებისთვის?

დიახ! ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მიიღებთ წვდომას ყველა რესურსზე. მათ შორისაა ფასდაკლების პრომო კოდი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ თქვენს კლიენტებს შეკვეთის გაფორმებისას.

როგორ ხდება გადახდა?

საკომისიოების გაცემა ხდება ყოველი თვის ბოლოს და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადით ან დღგ-თ, კომერციული ორგანიზაციების შემთხვევაში. საკომისიო ბალანსის გამოყენება CLOUD9-ს თქვენი პირადი სერვისებისთვისაც შეგიძლიათ.

გაქვთ სხვა შეკითხვები?

დაგვიკავშირდით, თუ ვერ იპოვნეთ რაც გჭირდებათ. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge