მარტივი ხელსაწყოები რთული დავალებებისთვის

გამოიყენეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ხელსაწყოები თქვენს დომენთან ერთად უკეთესი კოლაბორაციისთვის თქვენი გუნდის წევრებს შროის, გაზარდეთ პროდუქტიულობა და საქმის შესრულების სისწრაფე.

Powered by

აპლიკაციები

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე თქვენთვის კარგად ნაცნობი Google Workspace-ის აპლიკაცია

Gmail

ბიზნეს ელ. ფოსტა

Meet

აუდიო/ვიდეო კონფერენციები

Chat

გუნდური ჩატი

Calendar

გაზიარებული კალენდარი

Drive

სივრცე ღრუბელში

Docs

ტექსტური ფაილების რედაქტორი

Sheets

ცხრილების რედაქტორი

Slides

პრეზენტაციების რედაქტორი

Forms

გამოკითხვების რედაქტორი

Sites

ვებ საიტების რედაქტორი

Currents

თანამშრომლების ჩართულობა

Keep

ბლოკნოტი

Apps Script

სამუშაოს ოპტიმიზაცია

Cloud Search

ჭკვიანი ძიება სისტემის ფარგლებში

პაკეტები

გარდა სტანდარტული პაკეტებისა, Google-ს აქვს შემოთავაზებები კორპორაციებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო შეთავაზების მიღებაში მათი გაყიდვების გუნდისგან. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები შეთავაზების მისაღებად.

ბიზნეს სტარტერი

თვეში  6 $
  • 30GB ქლაუდ სივრცე ერთ მომხმარებელზე
  • 100 ვიდეო კონფერენციის მონაწილე
მალე

ბიზნეს სტანდარტი

თვეში  12 $
  • 2TB ქლაუდ სივრცე ერთ მომხმარებელზე
  • 150 ვიდეო კონფერენციის მონაწილე + ჩაწერა
მალე

ბიზნეს პლუსი

თვეში  18 $
  • 5TB ქლაუდ სივრცე ერთ მომხმარებელზე
  • 250 ვიდეო კონფერენციის მონაწილე + ჩაწერა, დასწრების შემოწმება
მალე

$

$ 122

$ 183

რატომ უნდა აირჩიოთ Google Workspace CLOUD9-სგან?

თქვენ შეგიძლიათ ამ სერვისის შესაძენად პირდაპირ Google-ს მიმართოთ, მაგრამ აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენთან თანამშრომლობა უკეთესია.

კონსოლიდირებული სერვისები

თუკი CLOUD9-ს სხვა სერვისებით უკვე სარგებლობთ, როგორებიცაა ჰოსტიგი, დომენები ან SSL სერთიფიკატი, ძალიან მოსახერხებელი იქნება Google Workspace-ს ჩვენთან შეძენაც. ფასი იგივეა, რაც პირდაპირ Google-სგან ყიდვის შემთხვევაში, თუმცა თქვენ მიიღებთ ყოველთვიურად საერთო, კონსოლიდირებულ ინვოისს ყველა სერვისისთვის, ერთი კომპანიისგან.

მიუხედავად იმისა, Google Workspace სერვისებს პირდაპირ Google-სგან შეიძენთ თუ ამისთვის დილერს ამჯობინებთ, როგორიცაა CLOUD9, ფასი არ იცვლება. შესაბამისად, თქვენ არ ზოგავთ არაფერს, თუმცა დილერთან შეძენის შემთხვევაში დამატებითი მომსახურების მიღების შანსი გაქვთ.

როდესაც მიიღებთ ინვოისს CLOUD9-სგან Google Workspace-ით სარგებლობისთვის, ის ეროვნულ ვალუტაში იქნება. საფასური ითვლება ინვოისის შედგენის დღეს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ყოველთვიურად არჩევთ გადახდას თუ წლიურ პაკეტს ირჩევთ.

Google Workspace-ით სარგებლობისთვის საჭიროა მას თქვენი დომენი დაუკავშიროთ და მოახდინოთ თქვენი არსებული ელ. ფოსტის ანგარიშების მიგრაცია. ჩვენ გვესმის, რომ ელ. ფოსტით სარგებლობის შეზღუდვა კრიტიკული მნიშვნელობისაა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ პარამეტრების დაყენებისა და მიგრაციის პროცესში, რათა თქვენ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ მუშაობის გაგრძელება.

CLOUD9-სგან მიიღებთ ადგილობრივ მხარდაჭერას, ქართულ ენაზე. თუკი ტექნიკურ სირთულეებს წააწყდებით სერვისით სარგებლობისას, როგორც Google-ის ოფიციალური პარტნიორი, ჩვენ დაგეხმარებით მათ მხარდაჭერის სისტემასთან სწრაფად დაკავშირებასა და თქვენი პრობლემის მოგვარების დაჩქარებაში.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა განსხვავებაა სტანდარტულ GMail სერვისსა და Google Workspace-ს შორის?

Google Workspace-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი დომენი ელ. ფოსტის ანგარიშთან და გაგზავნოთ წერილი შემდეგი ფორმატით: name@yourcompany. გარდა ამისა, თქვენ იღებთ გაცილებით მეტ სივრცეს თითოეული ანგარიშისთვის, ვიდრე უფასო სერვისის შემთხვევაში გერგებათ.

რა ხდება, თუკი მხოლოდ ერთი პროდუქტის შეძენა მსურს?

Drive, Docs, Sheets და ყველა სხვა აპლიკაცია ინტეგრირებულია ამ პაკეტებში და ცალ-ცალკე მათი ყიდვა შეუძლებელია. როდესაც თქვენს Google Workspace ანგარიშს ქმნით, ის აქტიურდება ყველა ჩამოთვლილ აპლიკაციაში.

როგორ ხდება „მომხმარებლების“ დათვლა ფასის მისაღებად?

ერთი მომხმარებელი = 1 ელ. ფოსტა (name@yourcompany). მომხმარებელს შეუძლია იქონიოს რამდენიმე ელ. ფოსტა სხვადასხვა ალიასით. ალიასების მაქსიმალური რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არის 30. მაგალითად, თუკი თქვენი გუნდი 10 წევრისგან შედგება, იხდით მხოლოდ 10 მომხმარებლის თანხას, თუმცა შეგიძლიათ ასობით სხვადასხვა ანგარიში გქონდეთ, როგორებიცაა contact@yourcompany support@yourcompany sales@yourcompany და ა.შ

შედის თუ არა დომენის ღირებულება Google Workspace პაკეტებში?

არა. დომენური სახელი ცალკე უნდა დაარეგისტრიროთ. თუკი უკვე ფლობთ დომენურ სახელს, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის Google Workspace-თან დაკავშირებაში. თუკი დომენის შეძენა გჭირდებათ, CLOUD9 ამ სერვისსაც გთავაზობთ.

რა ხდება, თუკი ერთზე მეტ დომენს ვფლობ?

თუკი რამდენიმე დომენს ფლობთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებითი ხარჯის გარეშე დაუკავშიროთ თქვენს ანგარიშს ახალი დომენები. სამართავი პანელიდან შესაძლებელია პარამეტრების მართვა, მათ შორის - ერთ მომხმარებელზე რამდენიმე ანგარიშის შექმნა, ან მათთვის დომენის სხვადასხვა ალიასის შეთავაზება.

რა ფუნქციები აქვს ადმინისტრატორის სამართავ პანელს?

დომენებისა და ანგარიშების მართვის გარდა, ადმინისტრატორის პანელი საშუალებას გაძლევთ მართოთ მომხმარებლების პრივილეგიები და აპლიკაციები. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, მისცემთ თუ არა თქვენს გუნდის წევრს სრულ ან ნაწილობრივ წვდომას Google Workspace-ის სხვადასხვა აპლიკაციაზე.

გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

სხვა სერვისები

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS